Image Alt

წიგნები

მელორი ტაუერსი (წიგნი მეექვსე)

Original price was: 8,90 ₾.Current price is: 4,50 ₾.

მთარგმნელი: მაია წითაძე

ბავშვები ხომ ყველა ქვეყანაში ერთნაირები არიან – ხან გულუბრყვილოები, ხანაც ეშმაკუნები. ზოგჯერ ურჩობენ და ცელქობენ, ზოგჯერ კი დამჯერნი და საზრიანები არიან. ხშირად რაღაცის ეშინიათ, უმეტესად კი გამბედაობას ამჟღავნებენ.

მარაგში

გაერთიანებული სამეფო

ენიდ ბლაიტონი

1897 - 1968

ენიდ ბლაიტონი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საბავშვო მწერალია. მისი წიგნები თითქმის ყველა ენაზეა თარგმნილი და 500 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. ენიდ ბლაიტონმა 600-ზე მეტი წიგნი და ასობით მოთხრობა დაწერა. ყველაზე პოპულარული სერია „ცნობილი ხუთეულია“, რომელიც პირველად 1942 წელს დიდ ბრიტანეთში გამოიცა. მწერალი 1897 წელს ლონდონში დაიბადა. უმეტესად ბაკინგემშირში ცხოვრობდა, უყვარდა ძაღლები, მებაღეობა და ქალაქგარეთ სეირნობა. ბევრი რამ იცოდა მცენარეების, ფრინველებისა და ცხოველების შესახებ. განსაკუთრებით მოსწონდა დორსეტი – მხარე, სადაც ცნობილი ხუთეულის თავგადასავლები ხდება. ენიდ ბლაიტონის სათავგადასავლო ამბებს დღემდე მილიონობით ბავშვი და უფროსი სიამოვნებით კითხულობს.

აღწერა

ბავშვები ხომ ყველა ქვეყანაში ერთნაირები არიან – ხან გულუბრყვილოები, ხანაც ეშმაკუნები. ზოგჯერ ურჩობენ და ცელქობენ, ზოგჯერ კი დამჯერნი და საზრიანები არიან. ხშირად რაღაცის ეშინიათ, უმეტესად კი გამბედაობას ამჟღავნებენ.

როგორ დგამენ საშობაო წარმოდგენას „მელორი ტაუერსის“ გოგონები.

ვინ არის დიქტატორი რეჟისორი.

რა „იონს“ აწყობს ფრანგულის მასწავლებელი.

შეძლებენ თუ არა ბავშვები წარმატებული სპექტაკლის დადგმას უფროსების დახმარების გარეშე.

როგორ გადაურჩება ერთი მოსწავლე სკოლიდან გარიცხვას.

ამ ყველაფერს „მელორი ტაუერსის“ (წიგნი მეექვსე) წაკითხვის შემდეგ შეიტყობ.

ISBN 9789941371523
ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2023

ფორმატი

15.00 X 22.13

გვერდების რაოდენობა

203

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.