Image Alt

წიგნები

მე, ბებია, ილიკო და ილარიონი

8,90 

`მე, ბებია, ილიკო და ილარიონი’ ნოდარ დუმბაძის პირველი და ყველაზე პოპულარული რომანია.

არ არის მარაგში

ნოდარ დუმბაძე

ნოდარ დუმბაძე დაიბადა 1928 წელს თბილისში. საბჭოთა პერიოდის რეპრესიები მის ოჯახს მძიმედ შეეხო: მამა დახვრიტეს, დედა კი გადაასახლეს. ამის გამო ჯერ სოხუმში დეიდებთან, შემდეგ კი ჩოხატაურში ბებიასა და ბაბუასთან ცხოვრობდა.

დაწერილი აქვს მრავალი მოთხრობა, რომანი, სცენარი, ასევე – საბავშვო ლექსები და პოემები. ნოდარ დუმბაძე თანამშრომლობდა ჟურნალთან „ცისკარი“ და კინოსტუდიასთან „ქართულ ფილმი“. 1967-72 წლებში იყო ჟურნალ „ნიანგის“ რედაქტორი და შემდგომ საქართველოს სსრ მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი.

მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია (1975). მისი მოთხრობები თარგმნილია მსოფლიოს ხალხთა სხვადასხვა ენაზე.

აღწერა

`მე, ბებია, ილიკო და ილარიონი~ ნოდარ დუმბაძის პირველი და ყველაზე პოპულარული რომანია. ნაწარმოების მთავარი გმირი, ზურიკელა ვაშალომიძე, გურიის სოფელ ხიდისთავში, ბებიასთან ცხოვრობს; ილიკო და ილარიონი კი ზურიკელას მეზობლები არიან, თუმცა მათი ურთიერთობა უბრალო მეზობლურს ბევრად სცდება. ისინი ერთ ოჯახად ცხოვრობენ, ერთმანეთის ლხინსა და ჭირ-ვარამს იზიარებენ. ხალასი იუმორით, სითბოთი და სიკეთით სავსე ეს რომანი ობოლი სოფლელი ბიჭისა და მისი კეთილი მეზობლების კოლორიტულ პორტრეტებს გვიხატავს.

მოსწავლის ბიბლიოთეკა  მოსწავლეებს მკითხველებად ჩამოყალიბებაში ეხმარება, მშობლებს – შვილებისათვის ასაკის შესაბამისი ლიტერატურის შერჩევაში, პედაგოგებს კი – მოსწავლეთათვის კლასგარეშე საკითხავის ეტაპობრივად მიწოდებაში.

ISBN 9789941370847
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2022

ფორმატი

14,5X21,5

გვერდების რაოდენობა

232

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…