Image Alt

წიგნები

MAUS

9,50 

„MAUS – ცოცხლად დარჩენილის ნაამბობი“ ცნობილი ამერიკელი მხატვრისა და მწერლის, არაერთი კომიქსის ავტორის, არტ შპიგელმანის გრაფიკული რომანია, რომელშიც მან მამამისის, ვლადეკის, პირით მოგვითხრო რიგითი ებრაელისა და მისი ოჯახის ცხოვრება მეორე მსოფლიო ომის დროს გეტოებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში.

არ არის მარაგში

არტიკული: 9789941239908 კატეგორია: ჭდე:

ა.შ.შ.

არტ შპიგელმანი

დაიბადა 1948 წელს

არტ შპიგელმანი სტოკჰოლმში, შვედეთში დაიბადა და მალევე, 1951 წელს ოჯახთან ერთად აშშ-ში გადასახლდა.

ის ცნობილი ილუსტრატორი, მწერალი და რედაქტორია. წლების განმავლობაში ხელს უწყობდა კომიქსების მიმართულების განვითარებასა და ლიტერატურაში ღირსეული ადგილის დამკვიდრებას, რის პარალელურადაც ამ მხრივ ბევრი ცნობილი ავტორისთვის გაუკვალავს გზა.

შპიგელმანის მთავარი ნაწარმოები, სახელწოდებით „MAUS“ 1986 წელს გამოვიდა და დღემდე ერთადერთი გრაფიკული რომანია, რომელმაც პულიცერის პრემია დაიმსახურა. წიგნი დიდწილად ეფუძნება ავტორის მშობლების ისტორიას, თუ როგორ გადაურჩნენ ისინი ჰოლოკოსტს. „MAUS-ს“ გამოსვლისთანავე დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ამავე წელს გამოსულ ორ ცნობილ ნაწარმოებთან („დარაჯები“ და „ბეტმენი: ბნელი რაინდი ბრუნდება“) ერთად განსაზღვრა და კომიქსებისგან განასხვავა გრაფიკული რომანის ცნება.

აღწერა

მთარგმნელი: მიხეილ ციხელაშვილი

„MAUS – ცოცხლად დარჩენილის ნაამბობი“ ცნობილი ამერიკელი მხატვრისა და მწერლის, არაერთი კომიქსის ავტორის, არტ შპიგელმანის გრაფიკული რომანია, რომელშიც მან მამამისის, ვლადეკის, პირით მოგვითხრო რიგითი ებრაელისა და მისი ოჯახის ცხოვრება მეორე მსოფლიო ომის დროს გეტოებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში. სულისშემძვრელი ილუსტრაციები, რომლებშიც ავტორმა ადამიანები ცხოველებად წარმოგვიდგინა, და ბუნებრივი თხრობა „ცოცხლად დარჩენილის ნაამბობს“ მეტ დამაჯერებლობას ჰმატებს და მძაფრ შთაბეჭდილებას ახდენს ისეთ მკითხველზეც კი, რომელსაც ჰგონია, რომ ჰოლოკოსტის შესახებ ყველაფერი იცის.

ISBN 9789941239908
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2018

ფორმატი

16.00 X 23.00

გვერდების რაოდენობა

296

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0,662 კგ
ზომები 1,5 × 16 × 23 სმ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.