Image Alt

წიგნები

მაშენკა

9,90 

„მაშენკა” ცნობილი რუსი და ამერიკელი მწერლის (წერდა რუსულ და ინგლისურ ენებზე) ვლადიმირ ნაბოკოვის (1899-1977) პირველი რომანია. იგი ავტორმა 1926 წელს მშობლიურ რუსულ ენაზე დაწერა და მასში ემიგრაციის ძნელბედობისა და იმ ექვსი დაძაბული დღის შესახებ მოგვითხრო, რომელთა განმავლობაშიც ბოლშევიკური რუსეთიდან ბერლინში გადახვეწილი ახალგაზრდა კაცი – ლევ განინი – თავის პირველ სიყვარულს სამუდამოდ დაკარგულ სამშობლოსთან ერთად მწვავე განცდებითა და ხელშესახები სიცხადით იხსენებს. პირველი სიყვარული აღარასოდეს მეორდება. იგი ხსოვნაში მხოლოდ მსუბუქ ბედნიერებად და მწვავე ტკივილად რჩება…

არ არის მარაგში

რუსეთი

ვლადიმირ ნაბოკოვი

1899 - 1977

ვლადიმირ ნაბოკოვი დაიბადა 1899 წელს სანკტ-პეტერბურგში. რევოლუციის შემდგომ, რუსეთში განვითარებული მოვლენების გამო, ჯერ ყირიმში, შემდეგ კი ინგლისში გადავიდა საცხოვრებლად. განათლება კემბრიჯში მიიღო. ბერლინისა და პარიზის შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის დაწყების გამო, აშშ-ში გადასახლდა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ნაბოკოვის აღიარება.

თავდაპირველად ავტორი რუსულად წერდა, თუმცა მისი უმნიშვნელოვანესი ტექსტები ინგლისურ ენაზეა შესრულებული. აშშ-ში ის 7-ჯერ გახდა წიგნის ეროვნული პრემიის ფინალისტი და უდიდესი აღიარებაც მოიპოვა. მისი ყველაზე ცნობილი რომანი „ლოლიტა“ მე-20 საუკუნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებად ითვლება.

სიცოცხლის ბოლო წლები ნაბოკოვმა შვეიცარიაში გაატარა და 1977 წელს იქვე, მონროში, გარდაიცვალა.

აღწერა

მაშენკა ვლადიმირ ნაბოკოვი

მთარგმნელი: მიხეილ ანთაძე

ცნობილი მწერლის, ვლადიმერ ნაბოკოვის სადებიუტო რომანი მაშენკა.ავტორმა ბერლინში ემიგრაციის დროს დაწერა. ეს მცირე მოცულობის რომანი, თავისი მელოდიურობით, უკვე მიგვანიშნებს.მწერლის იმ სტილზე, რომელიც მას მომავალში სახელს.გაუთქვამს. ტექსტი მოგვითხრობს ინტელიგენტი ემიგრანტის უინტერესო გარემოცვაში გატარებულ.ცხოვრებაზე – ამ უკანასკნელს მხოლოდ წარსულის ნაზი.მოგონებებიღა ასაზრდოებენ. მისი ყოველი დღე გუშინდელს ჰგავს, მანამ, სანამ მოგონებებიდან.ყველაზე მძაფრი, შემთხვევითი ნაცნობობის შედეგად, პროტაგონისტს.არსებობის მთავარ იდეად არ ექცევა.

მაშენკა, ანუ პირველი, სპეტაკი სიყვარული, წმინდა გრძნობების განსხეულებაა, რომლის წარსულიდან.ამოფხრეწის შესაძლებლობაც მთავარი პერსონაჟის ცნობიერებაში მოგონებების, სურვილებისა და ხელიდან.გაშვებული შესაძლებლობების გემოთი.გაჯერებულ კორიანტელს დაატრიალებს.

ციფრული ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ

ISBN 9789941305771
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2020

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

130

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0,28 კგ
ზომები 1,5 × 13 × 19,5 სმ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.