Image Alt

წიგნები

მარტა და დიდედა, დიდედა და მორტენი (წიგნი III)

8,90 

მთარგმნელი: მანანა მათიაშვილი

მარტა და დიდედა, დიდედა და მორტენი – თუ ამ წიგნის სათაურს რამდენჯერმე გაიმეორებთ, ჩათვალეთ, რომ ენის გასატეხში ვარჯიშის დღიური ნორმა შესრულებული გაქვთ. ხომ არ გგონიათ, რომ წიგნი მხოლოდ ამ სამ ადამიანზე მოგითხრობთ? არც იფიქროთ! აქ რვავე ბავშვს შეხვდებით.

მარაგში

ნორვეგია

ანე-კატარინე ვესტლი

1920 - 2008

ანე-კატარინე ვესტლი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნორვეგიელი საბავშვო მწერალია. იგი 49 წიგნის ავტორია და ბევრი მათგანი დღეს საბავშვო კლასიკად ითვლება. ქართველი პატარა მკითხველების ერთ-ერთი საყვარელი სერია, რომელიც დიდი ოჯახის სახალისო ამბებს მოგვითხრობს, სრული სახით პირველად „სულაკაურის გამომცემლობამ“ გამოსცა. „დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა“ შვიდ ნაწილიანი სერიის პირველი წიგნია.

2019 წელს, ნორვეგიული ენიდან ითარგმნა ვესტლის კიდევ ერთი არანაკლებ ცნობილი ნაწარმოები, რომელიც ბევრს ბავშვობიდან ახსოვს; „ავრორა Z კორპუსიდან“, გოგონა ავრორას, მისი მზრუნველი მამისა და პატარა ძამიკოს ამბებს მოგვითხრობს.

აღწერა

მარტა და დიდედა, დიდედა და მორტენი – თუ ამ წიგნის სათაურს რამდენჯერმე გაიმეორებთ, ჩათვალეთ, რომ ენის გასატეხში ვარჯიშის დღიური ნორმა შესრულებული გაქვთ. ხომ არ გგონიათ, რომ წიგნი მხოლოდ ამ სამ ადამიანზე მოგითხრობთ? არც იფიქროთ! აქ რვავე ბავშვს შეხვდებით. მათთან ერთად იქნებიან დედა, მამა, სამოვრის მილი, თეთრი ცხენი და ყუთი-მარხილი, რომელიც ელვის სისწრაფით დაქრის… მაგრამ მეტს ამაზე აღარაფერს გეტყვით. ჰო, მართლა, ჰილდა და ჰენრიკიც გვესტუმრებიან, ხუთი ქათამიც გამოჩნდება, რომლებიც შემდეგ ისეთ უცნაურ ადგილას მოხვდებიან, ვერც წარმოიდგენთ. ამ წიგნში ნაძვის ხეებსა და მთაზე მოსრიალე ტურისტებსაც შეხვდებით, ნისლიან ამინდშიც ივლით და ძროხების კისრებზე შებმული ეჟვნების წკარუნსაც გაიგონებთ. კიდევ კარგი, რომ მოზრდილი წიგნია, თორემ შიგ ამდენი პერსონაჟი როგორ დაეტეოდა?!

ISBN 9789941370632
ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2022

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

160

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…