Image Alt

წიგნები

ლოგიკა – ძალიან მოკლე შესავალი

10,90 

გამოცემაში პრისტი ზოგადად მიმოიხილავს ტურინგისა და გედელის ნაშრომებსაც, რომლებიც თანამედროვე ლოგიკის საფუძვლად მიიჩნევა. წიგნი გასაგები ენით გვიხსნის ფორმალური ლოგიკის საფუძვლებს და განკუთვნილია ნებისმიერისთვის, ვინც ლოგიკითა და მისი თავსატეხებით არის დაინტერესებული.

არ არის მარაგში

აღწერა

მთარგმნელი: ნიკა სამუშია

სამეცნიერო ხელმძღვანელი: თამარ ცხადაძე

ლოგიკა შეიძლება განყენებულ ან რეალობისგან მოწყვეტილ მეცნიერებად გვეჩვენებოდეს, მაგრამ ეს ასე არაა. საგნის ფილოსოფიური საფუძვლების კვლევით გრემ პრისტი გვიჩვენებს, თანამედროვე ფილოსოფიის რამდენად მნიშვნელოვანი და საინტერესო ნაწილია ფორმალური ლოგიკის ფორმები; იგი ეხება სხვადასხვა პრობლემას, ღვთის არსებობითა და დროის რეალურობით დაწყებული, ალბათობისა და გადაწყვეტილების მიღების თეორიის პარადოქსებით დამთავრებული. გამოცემაში პრისტი ზოგადად მიმოიხილავს ტურინგისა და გედელის ნაშრომებსაც, რომლებიც თანამედროვე ლოგიკის საფუძვლად მიიჩნევა. წიგნი გასაგები ენით გვიხსნის ფორმალური ლოგიკის საფუძვლებს და განკუთვნილია ნებისმიერისთვის, ვინც ლოგიკითა და მისი თავსატეხებით არის დაინტერესებული.

გრემ პრისტი ქალაქ ნიუ-იორკის უნივერსიტეტის დოქტორანტურის ცენტრის ფილოსოფიის პროფესორი და მელბურნის უნივერსიტეტის პროფესორია. ცნობილია არაკლასიკური, განსაკუთრებით დიალეთეიზმთან დაკავშირებული ლოგიკის, ფილოსოფიის ისტორიისა და ბუდისტური ფილოსოფიის თემაზე დაწერილი ნაშრომებით. მის კალამს ეკუთვნის ასევე წიგნები „აზროვნების ზღვარს მიღმა“, „შეუსაბამობა“, „ერთი“ და „არარსებობისკენ“.

 

 

ISBN 9789941302824
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2019

ფორმატი

11.10 X 17.40

გვერდების რაოდენობა

190

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0,197 კგ
ზომები 1,5 × 10,5 × 17,5 სმ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.