Image Alt

წიგნები

კუნძული

18,90 

რომანში „კუნძული“ (1962), რომელიც მწერლის ყველზე ცნობილი ნაწარმოების, „საოცარი ახალი სამყაროს“ (1932) ერთგვარი ანტითეზაა, ნაჩვენებია დასავლური მეცნიერებისა და აღმოსავლური ფილოსოფიის შერწყმის საფუძველზე ჩამოყალიბებული იდეალური საზოგადოება.

არ არის მარაგში

გაერთიანებული სამეფო

ოლდოს ჰაქსლი

1894 - 1963

ოლდოს ლეონარდ ჰაქსლი, მწერალი, სცენარისტი, ფილოსოფოსი, პაციფისტი და ჰუმანისტი, მე-20 საუკუნის ინგლისური ლიტერატურის კლასიკოსად და თავისი დროის გამორჩეულ ინტელექტუალად არის აღიარებული. იგი შვიდჯერ იყო ნობელის პრემიაზე წარდგენილი.

მწერალს თავდაპირველად განზრახული ჰქონდა, მეცნიერი გამოსულიყო თავისი ძმებივით, რომლებიც შემდგომში ცნობილი ბიოლოგები გახდნენ, თუმცა 1911 წელს იგი ავად გახდა, დაბრმავდა და შემდეგ მხოლოდ ნაწილობრივ აღუდგა მხედველობა. ამის გამო მან ხელი აიღო პირვანდელ გეგმაზე და გადაწყვიტა, მწერალი გამხდარიყო. ახალგაზრდობაში იგი გარსინგტონში ტრიალებდა წრეში, სადაც ხვდებოდა ვირჯინია ვულფს, ბერტრან რასელს, თ. ს. ელიოტს, დ. ჰ. ლოურენსს, რომლებთანაც დიდხანს მეგობრობდა. ჯერ კიდევ ბრიტანეთში ყოფნისას მისმა ენციკლოპედიურმა განათლებამ, იუმორის გრძნობამ და იმან, რომ შესაშური მოსაუბრე იყო, ერთ-ერთი გამორჩეული მწერლის სახელი დაუმკვიდრა.

1937 წელს მწერალი ამერიკაში გადასახლდა და სიცოცხლის ბოლომდე იქ დარჩა. ცხოვრების ამ ეტაპზე დაინტერესდა ფილოსოფიური მისტიციზმით, ფსიქოდელიური პრაქტიკით. ჰაქსლი უკიდურესად ცნობისმოყვარე ადამიანი იყო და ცდილობდა, ადამიანის შინაგანი და გარეგანი ბუნების ყველანაირი ასპექტი გამოეკვლია. მისი უკანასკნელი რომანი „კუნძული“ ზემოხსენებულ თემებზეა. რომანი „საოცარი ახალი სამყარო“ მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია.

ჰაქსლი 1963 წელს სიმსივნით გარდაიცვალა. სიკვდილის წინ, მისი თხოვნით, ცოლმა ლორამ LSD-ს ინიექცია გაუკეთა.

აღწერა

მთარგმნელი: თამარ შანიძე

ოლდოს ლეონარდ ჰაქსლი (1894-1963) – მწერალი, დრამატურგი, ფილოსოფოსი, პაციფისტი და ჰუმანისტი, მე-20 საუკუნის ინგლისური.ლიტერატურის კლასიკოსად და თავისი დროის გამორჩეულ ინტელექტუალად.არის აღიარებული.

რომანში „კუნძული“ (1962), რომელიც მწერლის ყველზე ცნობილი ნაწარმოების, „საოცარი ახალი.სამყაროს“ (1932) ერთგვარი ანტითეზაა, ნაჩვენებია დასავლური მეცნიერებისა და აღმოსავლური ფილოსოფიის.შერწყმის საფუძველზე ჩამოყალიბებული იდეალური საზოგადოება. ავტორიტარული „საოცარი ახალი სამყაროსგან“ განსხვავებით, სადაც, როგორც.მწერალმა აღნიშნა, „ადამიანი მეცნიერებისა და ტექნიკის მონაა“, მისი სიცოცხლე.და სულიერება კი აბსოლუტურად გაუფასურებულია, კუნძულ პალაზე საზოგადოების კეთილდღეობა მისი.თითოეული წევრის ჰარმონიულ განვითარებას, თავისუფლებას და.ბედნიერებას ემყარება. „კუნძული“ იდეების რომანია და მის მთავარ.მოქმედ პირებად გვევლინებიან

მწერლის მოსაზრებები რელიგიის, ფილოსოფიის, განათლების, ჯანდაცვის, ეკოლოგიისა და.საზოგადოებისთვის საჭირბოროტო სხვა უამრავ საკითხზე.

წიგნი გამოიცა სერიაში ლიტერატურული ოდისეა.

ციფრული ვერსიის შესაძენად დააჭირე აქ

ISBN 9789941302411
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2019

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

464

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0,418 კგ
ზომები 1,5 × 13 × 19,5 სმ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.