Image Alt

წიგნები

კრიტიკული აზროვნების მეგზური

10,90 

დღეს მხოლოდ ფილოსოფოსები როდი ხედავენ კრიტიკული აზროვნების მნიშვნელობას: იმ სოციალური გარსიდან, რომელშიც ვცხოვრობთ, გარეთ გასვლა და გარედან დაკვირვება ხანდახან სასიცოცხლო აუცილებლობაც კია.

მხოლოდ 12 ცალია მარაგში

საქართველო

გიგი თევზაძე

დაიბადა 1967 წლის 22 ივნისს

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი ფილოსოფიის მასწავლებლის კვალიფიკაციით. 1992 და 1997 წლებში დაიცვა ფილოსოფიურ მეცნიერებათა კანდიდატისა და ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.

მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: საველე სამუშაო იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველების აღდგენისცენტრში (1985-1995), რეგიონული გაზეთის გამომცემელი (1987-1988), ლექტორი (1992-დანდღემდე), სამთავრობო რეფორმების კონსულტანტი (1995-1997 – UNDP, 2000-2001 – მსოფლიო ბანკი). ასევე, მუშაობდა საქართველოს პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტის უფროსის (1997-2000), სახელმწიფო ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს წევრის (2001-2003), საქართველოს განათლების რეფორმის პროექტის დირექტორის (2004-2006) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი რექტორის (2006-2013) თანამდებობებზე; 2006 წელს, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობითა და დავალებით, დააარსა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. სხვადასხვა დროს ეკავა სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორის თანამდებობა, ხოლო 2006 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და 4D კვლევების ინსტიტუტის დირექტორია.

გიგი თევზაძე 60-ზემეტი სამეცნიერო სტატიის, 16 (მათ შორის, 3 მხატვრული) წიგნისა და რამდენიმე ათეული ბლოგის ავტორია ქართულ, ინგლისურ, გერმანულ, მაკედონიურ და რუსულე ნებზე. კვლევის სფეროებია: ფილოსოფია, სოციოლოგია, პოლიტიკური ანთროპოლოგია, განათლების პოლიტიკა, ევოლუციის თეორია, ეთნოეკოლოგია, ადამიანის გენეტიკა, სოციალური ნეირომეცნიერება და ტვინის კვლევა.

არის ავტორი წიგნებისა: საბოლოო ფილოსოფია, განჯადოება, ევოლუცია, რატომ გწამს ღმერთი, საქართველო - ძალაუფლების დაბრუნება , უცნობი წიგნები და სხვა ისტორია.

აღწერა

ფილოსოფოსები საუკუნეების განმავლობაში.ხვეწდნენ „გასვლისა და დაკვირვების” გზებს. ამიტომ, ყველაზე მეტი გამოცდილება კრიტიკული.აზროვნების შესახებ ფილოსოფიურ ტექსტებშია დაგროვილი. ასეთი კრიტიკული აზროვნება, როგორც უნარი.და მეთოდი, წარმატების საწინდარია თანამედროვე სამყაროს.ნებისმიერ სფეროში: ბიზნესში, მეცნიერებაში, ხელოვნებასა.თუ პოლიტიკაში.

ეს წიგნი მარტო კრიტიკული აზროვნების წესების პრეზენტაცია კი.არ არის, არამედ ფორმაც, თუ როგორ უნდა ისწავლებოდეს.ფილოსოფია 21-ე საუკუნეში: როგორც კრიტიკული აზროვნების.გამოცდილება და ამ გამოცდილების ისტორია.
წიგნის ორგანული ნაწილია ილუსტრაციები, რომლებიც, ზოგიერთ შემთხვევაში, დამატებით ინფორმაციას აწვდიან მკითხველს და მას საკუთარი კრიტიკული აზროვნების გამოცდისკენ უბიძგებენ.

ილუსტრაციები: ოთარ ყარალაშვილი

ISBN 9789941306723
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2020

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

176

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…