Image Alt

წიგნები

კრავთა დუმილი

16,90 

მთარგმნელი: ნიკა სამუშია

„კრავთა დუმილი“ რომანი-გამოცანაა. აქ ერთმანეთს უპირისპირდებიან გამოძიების ფედერალური ბიუროს აკადემიის სტუდენტი კლარის სტარლინგი, რომელიც სერიული მკვლელის დანაშაულებს იძიებს და მისი „კონსულტანტი და მოკავშირე“ – ბრწყინვალე ფსიქიატრი და ამავე დროს, მკვლელი და კანიბალი-გურმანი, ექიმი ჰანიბალ ლექტერი. ვერავინ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ, თუკი ლექტერი ფსიქიატრიული საავადმყოფოს სპეციალურ საკანში არ იქნება დამწყვდეული.

მარაგში

ა.შ.შ.

თომას ჰარისი

დაიბადა 1940 წელს

თომას ჰარისი დაიბადა ჯექსონში, ტენესის შტატში. მისი ნოველები სასპენსით გაჯერებული ფსიქოლოგიური თრილერებია. არცთუ ისე დიდი ბიბლიოგრაფიის ძირითადი ნაწილი ე.წ. „წითელი დრაკონის“ სერიას უჭირავს, საიდანაც ჟანრის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ პერსონაჟს, ჰანიბალ ლექტერს, ვიცნობთ. მისი ყველა რომანი ეკრანიზებულია. მათ შორის ყველაზე ცნობილია „კრავთა დუმილი“, რომელმაც ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო 5 ნომინაციაში მოიპოვა.

ჰარისის ნაწარმოებები დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი სამწერლო სტილი მკითხველთა და კრიტიკოსთა მიერ გამორჩეულადაა აღიარებული.

აღწერა

კრავთა დუმილი  თომას ჰარისი

სერიაში „ლიტერატურული ოდისეა“ თავმოყრილია მრავალი ქვეყნის თანამედროვე და კლასიკური.მხატვრული ნაწარმოებები, რომლებსაც მსოფლიოში უკვე კარგად იცნობენ.და რომელთა უმეტესობაც ქართულ ენაზე პირველად ითარგმნება.

„კრავთა დუმილი“ რომანი-გამოცანაა. აქ ერთმანეთს უპირისპირდებიან გამოძიების.ფედერალური ბიუროს აკადემიის სტუდენტი კლარის სტარლინგი, რომელიც სერიული მკვლელის დანაშაულებს იძიებს და.მისი „კონსულტანტი და მოკავშირე“ – ბრწყინვალე ფსიქიატრი და ამავე დროს, მკვლელი და კანიბალი-გურმანი, ექიმი ჰანიბალ ლექტერი. ვერავინ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ, თუკი ლექტერი ფსიქიატრიული საავადმყოფოს.სპეციალურ საკანში არ იქნება დამწყვდეული. სტარლინგს კი შეუძლია, გულთან ახლოს მიიტანოს სხვისი უბედურება. სწორედ ეს განსაზღვრავს.ყოველ მის ქცევას. რომანის თითოეული ფრაზა მკითხველს აახლოებს დანაშაულის ამაღელვებელ.გახსნასთან და თანაც აიძულებს მას, დამოუკიდებლად მიაგნოს.დამნაშავეს. ამ რომანის მიხედვით გადაღებულ ცნობილ ფილმს ხუთი „ოსკარი“ აქვს მოპოვებული.

ISBN 9789941305764
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2020

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

444

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0,28 kg
ზომები 1,5 × 13 × 19,5 cm

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.