Image Alt

წიგნები

კორალაინი

12,90 

ვისაც ხიბლავს იდუმალებით მოცული, ჯადოსნური თავგადასავლები და, ზოგადად, ფენტეზის ჟანრის ნაწარმოებები, აუცილებლად უნდა წაიკითხოს თანამედროვე ბრიტანელი მწერლის, გრაფიკული რომანებისა და კომიქსების ავტორის, ნილ გეიმანის ბესტსელერი „კორალაინი“, რომელიც უკვე რამდენიმე პრესტიჟული ლიტერატურული პრემიით დაჯილდოვდა.

მარაგში

გაერთიანებული სამეფო

ნილ გეიმანი

დაიბადა 1960 წელს

ბრიტანელი მწერალი, ნილ გეიმანი, რომელიც ამჟამად ამერიკაში მოღვაწეობს, თანამედროვე ლიტერატურული სამყაროს ნამდვილი როკ-ვარსკვლავია. ის ჰემპშირში დაიბადა. როგორც თვითონ ამბობს, ბიბლიოთეკებში გაზრდილი ველური ბავშვი იყო.

თავდაპირველად ჟურნალისტიკით იყო დაინტერესებული. მისი პირველი წიგნები ჯგუფ "Duran Duran"-ისა და დაგლას ადამსის ბიოგრაფიებია. ამის შემდეგ კომიქსების წერა სცადა და შედეგად სრულიად გენიალური „სენდმენი“ მივიღეთ. ეს იყო პირველი კომიქსი, რომელმაც მხატვრული ნაწარმოებისთვის განკუთვნილი ჯილდო დაიმსახურა.

მნიშვნელოვანია, რომ გეიმანი არ გაურბის მკითხველთან ურთიერთობას. ის ერთ-ერთი პირველი მწერალია, რომელმაც 2001 წელს Twitter-ზე საკუთარი ბლოგი შექმნა და 2 მილიონზე მეტი გამომწერიც ჰყავს. Facebook-ზე ეს რიცხვი თითქმის მილიონს აღწევს.

დღეისათვის ნილ გეიმანი, უდავოდ, ერთ-ერთი საკულტო მწერალია. მისი შემოქმედება არ ჯდება კონკრეტული ჟანრისა თუ მიმდინარეობის საზღვრებში. მან შეძლო, რომ კომიქსები საბავშვოდან მოზრდილთა, რომანები კი მულტიასაკობრივ კატეგორიაში გადაეყვანა.

აღწერა

მთარგმნელი: ლელა ფიროსმანიშვილი

ვისაც ხიბლავს იდუმალებით მოცული, ჯადოსნური თავგადასავლები და, ზოგადად, ფენტეზის ჟანრის ნაწარმოებები, აუცილებლად უნდა წაიკითხოს თანამედროვე ბრიტანელი მწერლის, გრაფიკული რომანებისა და კომიქსების ავტორის, ნილ გეიმანის ბესტსელერი „კორალაინი“, რომელიც უკვე რამდენიმე პრესტიჟული ლიტერატურული პრემიით დაჯილდოვდა.

ქართულ ენაზე პირველად გამოცემული „კორალაინი“ შეიძლება თქვენთვის შეუცვლელი თანამგზავრი აღმოჩნდეს საიდუმლო კარს მიღმა არსებულ მომიჯნავე ქვეყანაში, რომელიც მხოლოდ ერთი შეხედვით წააგავს ნამდვილს.

ISBN 9789941302725
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2019

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

148

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0,212 კგ
ზომები 1,5 × 13 × 19,5 სმ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.