Image Alt

წიგნები

კომპლექტი: ცნობილი ხუთეულის თავგადასავალი

80,90 

ცნობილი ხუთეული: ხუთეული განძის კუნძულზე (წიგნი 1)

გაიცანით ცნობილი ხუთეული: ჯულიანი, დიკი, ენი, ჯორჯი და ტიმი. ჯულიანი, დიკი და ენი საზაფხულო არდადეგებს თავიანთ ბიძაშვილთან, ჯორჯთან ატარებენ. ჯორჯის ნამდვილი სახელი ჯორჯინაა, თუმცა ყველა ჯორჯს ეძახის. ტიმი – ჯორჯის ძაღლი – ბავშვების განუყრელი მეგზურია.

მარაგში

ცნობილი ხუთეული: ხუთეულის ახალი თავგადასავალი (წიგნი 2)

ჯულიენი, დიკი, ენი, ჯორჯი და ტიმი – ცნობილი ხუთეული ახალი თავგადასავლის მონაწილე ხდება! მეგობრები ისევ კირინის კოტეჯში იკრიბებიან და საშობაო არდადეგებს ერთად ატარებენ, თუმცა ამჯერად არც ელიან, რომ რაიმე საინტერესო გადახდებათ თავს – ზამთრობით ხომ ზღვა მუდმივად აღელვებულია და კირინის კუნძულზე გამგზავრება ასეთ დროს ძალზე სახიფათოა.

მარაგში

ცნობილი ხუთეული: ხუთეული იდუმალ კვალზე (წიგნი 3)

ცნობილ ხუთეულთან ერთად არც ამჯერად მოიწყენთ! ჯულიენი, დიკი, ენი, ჯორჯი და ტიმი ისევ კირინის კოტეჯში იკრიბებიან და საზაფხულოდ გეგმებს აწყობენ. როგორც ხშირად ხდება, ეს არდადეგებიც უამრავი მოულოდნელობით, საიდუმლოთი და ხიფათითაა სავსე.

მარაგში

ცნობილი ხუთეული: ხუთეული გვირაბების ლაბირინთში (წიგნი 4)

ჯულიენი, დიკი, ენი, ჯორჯი და ტიმი კვლავ კირინის კუნძულზე აპირებენ არდადეგების გატარებას, მაგრამ უეცრად ამოვარდნილი ქარბორბალა კირინის კოტეჯის სახურავს აზიანებს და ყველაფერი იცვლება – ძია კვენტინი იძულებულია, ოთხივე ბავშვი თავის მეგობარ კოლეგასთან გაგზავნოს გორაკის წვერზე მდგარ ძველ სახლში, რომელსაც უცნაური სახელი – „კონტრაბანდისტის მწვერვალი“ ჰქვია.

მარაგში

ცნობილი ხუთეული: მოხეტიალე ცირკის კვალდაკვალ (წიგნი 5)

აი, ზაფხული დადგა და ცნობილ ხუთეულს ახალი თავსატეხი გაუჩნდა: სად გაატარონ არდადეგები ისე, რომ ერთადაც იყვნენ და კარგადაც გაერთონ. უეცრად გზაზე მოხეტიალე ცირკის ქარავანმა ჩაიარა და მისმა დანახვამ ჯორჯს შესანიშნავი აზრი  შთააგონა – ცხენიანი ფურგონი ხომ არ დაიქირავონ და სამოგზაუროდ წავიდნენ?

მარაგში

ცნობილი ხუთეული: ისევ კირინის კუნძულზე (წიგნი 6)

ყველაფერი იმით იწყება, რომ ჯორჯი წერილს იღებს – დედა ამცნობს, მამას სამეცნიერო ექსპერიმენტისთვის კირინის კუნძულისნაირი ადგილი სჭირდება და ცოტა ხნით იქ დასახლებას აპირებსო. ჯორჯი აღშფოთებულია: რა დროს ესაა, როცა არდადეგები იწყება და ჯულიენთან, დიკთან, ენისთან და ტიმთან ერთად კუნძულზე დასვენებას გეგმავს?!

მარაგში

ცნობილი ხუთეული: მოჩვენება მატარებლის საიდუმლო (წიგნი 7)

ზაფხული დადგა და ცნობილი ხუთეული კვლავ ერთად იკრიბება. არდადეგებს მეგობრები ამჯერად კარვებში ატარებენ. ყველას ძალიან უხარია, მშობლებმა ამის ნება რომ მისცეს. დამოუკიდებლად ცხოვრობენ, პრ ოდუქტს მეზობელ ფერმაში ყიდულობენ, საჭმელს თავად ამ ზადებენ და გარემოს შესწავლას ცდილობენ.

მარაგში

ცნობილი ხუთეული: ხუთეული ხათაბალაში ეხვევა (წიგნი 8)

მთარგმნელი: ნათია ჯინჯოლავა
ჯულიენი, დიკი, ჯორჯი და ენი საქმიანად ფუსფუსებენ - ზურგჩანთებში მგზავრობისთვის აუცილებელ რამერუმეს ალაგებენ,
კარვებს რაც შეიძლება მჭიდროდ კეცავენ, რუკებზე სასურველ მარშრუტებს ინიშნავენ და საგზალს იმარაგებენ, კარგი ამბის მოლოდინით გახარებული ტიმიც ყეფითა და კუდის ქიცინით აქეთ-იქით დარბის - ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ ხუთეული მოგზაურობისთვის ემზადება. ამჯერად ისინი ველოტურში წასვლას აპირებენ.
თუმცა ყველაფერი ისე როდი ხდება ცხოვრებაში, როგორც ჩვენ ვგეგმავთ. ხუთეულის წევრებიც ორიგინალური და სასიამოვნო მოგზაურობის ნაცვლად უკაცრიელ ადგილას, საშიშ დამნაშავეთა პირისპირ აღმოჩნდებიან. თუ როგორ გაუმკლავდებიან განსაცდელს და როგორ დაიხსნიან თავს ბოროტმოქმედებისაგან, ამას „ცნობილი ხუთეულის“ მერვე წიგნში წაიკითხავთ!

მარაგში

ცნობილი ხუთეული: ხუთეული და პატარა მაწანწალა (წიგნი 9)

მთარგნელი: ნათია ჯინჯოლავა

ცნობილი ხუთეული ისევ კირინის კოტეჯში იკრიბება. ბავშვები და ძაღლი დროს სასიამოვნოდ ატარებენ: დადიან ზღვაზე, სანაპიროზე აწყობენ პიკნიკებს და შინ მხიარულად ბრუნდებიან. ერთ დღესაც ისინი გაიცნობენ მაწანწალა ჯოს, რომელიც არ მოსწონთ, და ცდილობენ, ახლოს არ გაიკარონ. ჯოს გაცნობიდან მალევე ცნობილ ხუთეულს საშიში თავგადასავალი ატყდება თავს. გაინტერესებთ, როგორ გაუმკლავდება ხუთეული მორიგ ხიფათს ან რა შუაშია ჯო? „ცნობილი ხუთეულის“ მეცხრე წიგნში მათ საოცარ ამბავს წაიკითხავთ.

მარაგში

ცნობილი ხუთეული: ხუთეული და იდუმალი ტბა (წიგნი 10)

მთარგმნელი: ნათია ჯინჯოლავა

ჯულიენი, დიკი, ენი, ჯორჯი და ტიმი გამოძიებას იწყებენ!

რამდენიმე დღით ბიჭებისა და გოგოების სკოლებში არდადეგები გამოცხადდა. ხუთეულმაც დრო იხელთა და ტიმთან ერთად სალაშქროდ წასვლა დაგეგმა.

მარაგში

ცნობილი ხუთეული: ხუთეული შესანიშნავად ერთობა (წიგნი 11)

მთარგმნელი: ნიკა სამუშია

სახელგანთქმული ხუთეულის ახალი ისტორია სახალისოცაა და, ცოტა არ იყოს, სახიფათოც. თუმცა, როგორც უკვე იცით, ამ ბავშვებს გამჭრიახობა და გაბედულება არასდროს ღალატობთ.

ხუთეული არდადეგებზე დასასვენებლად მიემგზავრება და მთის წვერზე მდებარე დანგრეულ ციხესიმაგრეს უთვალთვალებს. ბავშვები უეცრად კოშკის ფანჯარაში სასოწარკვეთილ სახეს შენიშნავენ და სწორედ მაშინ იწყება თავგადასავალი, რომელშიც ცირკის მსახიობები, პითონი, სახელად „ლამაზო“ და ბოშა გოგონა ჯოც ერთვებიან.

აბა, გაიგე, ვინ იმალება ციხესიმაგრის საიდუმლო ოთახში და რატომ?

მარაგში

ცნობილი ხუთეული: ხუთეული კლდოვან სანაპიროზე (წიგნი 12)

მთარგმნელი: ნათია ჯინჯოლავა

აბა, რას ფიქრობ, როგორ უნდა მოიქცნენ თავგადასავლების მოყვარული, გამომძიებელი ბავშვები, თუკი კლდოვან სანაპიროზე, უკაცრიელ კოშკში ყოველ ქარიშხლიან ღამეს იდუმალი სასიგნალო შუქი ინთება? არადა, ჯორჯმა, დიკმა, ჯულიენმა და ენიმ ერთმანეთს პირობა დაუდეს, რომ ამ არდადეგებზე მხოლოდ დაისვენებენ და შარში აღარ გაეხვევიან...  

წაიკითხე ეს წიგნი და შეიტყობ, ხუთეული ისევ ძველებურ გამჭრიახობასა და გაბედულებას თუ გამოიჩენს. ალბათ დაგაინტერესებს, ვინ იყვნენ ძველი დროის მძარცველები, რომლებიც გემებს სანაპიროსკენ იტყუებდნენ, და არსებობს თუ არა მათი საიდუმლო ბილიკი; ბინადრობენ თუ არა კოშკში ცეცხლის დამნთები „აჩრდილები“ და რა საიდუმლოს მალავს ცხენი „კლოპერი“... 

მარაგში

ცნობილი ხუთეული: ბოშათა ბანაკის საიდუმლო (წიგნი 13)

 

– სქელ ნისლში შეაბიჯეს და იქიდან აღარასდროს გამოსულან! შინაც აღარ დაბრუნებულან. არც აღარავის უნახავს, უბრალოდ გაქრნენ... – თქვა მოხუცმა ბენმა, ჩიბუხი გააბოლა და ჩაფიქრდა.

არა, რა დროს საჯინიბოში მშვიდად დასვენება, ცხენებით ჯირითი და გართობაა, როცა ირგვლივ თურმე ათასი უცნაურობა ხდება?

თავგადასავლებს მონატრებულმა ენიმ, ჯულიენმა, ჯორჯმა და დიკმა გადაწყვიტეს, ტიმთან ერთად იდუმალი ჭანჭრობი აუცილებლად დალაშქრონ და გაარკვიონ, რა მოხდა სინამდვილეში დიდი ხნის წინათ. ვინ იცის, იქნებ ზღვიდან მოსული ჯადოსნური ნისლი რამე ახალსაც მალავს?! თუ ასეა, სწორედ შესანიშნავმა ხუთეულმა უნდა ახადოს ყველა საიდუმლოს ფარდა.

 

მარაგში

მარაგში

არტიკული: 9789941304453 კატეგორია: ,
ISBN 9789941304453
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

ფორმატი

გვერდების რაოდენობა

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.