კალათა ცარიელია.
54,90 ₾ 40,90 ₾
გაზიარება:
ცხრა წლის პეპი - პეპილოტა დელიკატესა ჟალუზინა რუკოლპიტნა გრძელწინდა, კაპიტან ეფრაიმის ასული - ცხენთან და მაიმუნთან ერთად ცხოვრობს პატარა ქალაქის გარეუბანში, ძველისძველ სახლში. ის არც სკოლაში დადის, არც გამრავლების ტაბულა იცის და სუფრასთან მოქცევის წესებიც ეშლება, მაგრამ მერე რა! სამაგიეროდ, ოქროს გული აქვს: მოწყენილებს ამხიარულებს, ცხოველებისა და პატარების მჩაგვრელებს რისხვად ევლინება, გასაჭირში ჩავარდნილებს კი დაუფიქრებლად ეხმარება.
მარაგში
გსმენია რამე შესაშური ზომა-წონის, თვალტანად, დარბაისელ მამაკაცზე? ეს კარლსონია – უჩვეულო კაცუნა, რომელიც ზურგზე მიმაგრებული პროპელერით დაფრინავს და სახურავზე შემოსკუპებულ პატარა, მწვანედარაბებიან სახლში ცხოვრობს. ერთ მშვენიერ დღეს კარლსონი ბიჭუნა სვანტეს ესტუმრება და იმ დღიდან იწყება მათი მხიარული, ოინებითა და ხიფათით სავსე თავგადასავლები. შვედი საბავშვო მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის ეს საოცარი წიგნი ბიჭუნასა და კარლსონის უბადლო, შესაშურ მეგობრობაზე გიამბობს და ძალიან სასაცილო, დაუვიწყარი ამბების ორომტრიალში ჩაგითრევს.
მაგარი
მიმოხილვები ჯერ არ არის.
მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.