Image Alt

წიგნები

კომპლექტი: მელორი ტაუერსი

24,30 

არ გამოტოვო უნიკალური შესაძლებლობა 60%-მდე ფასდაკლებით შეიძინო მელორი ტაუერსის თავგადასავლების სრული სერია.

ექვსი წიგნისგან შემდგარი კომპლექტი მთავარი გმირის – მელორისა და მისი მეგობრების ბრიტანულ სკოლა-პანსიონში ცხოვრების, სწავლისა და გართობის შესახებ მოგვითხრობს. გოგონები მეცადინეობენ, ერთობიან, უშვებენ შეცდომებს და აღწევენ წარმატებებს. ეს ყველაფერი კი მაშინ ხდება, როდესაც ჯერ არც მობილური ტელეფონი არსებობს და არც კომპიუტერი.

მელორი ტაუერსის გმირებთან ერთად ნამდვილად არ მოიწყენთ და იქნებ საკუთარი თავი ცოტა ხნით მაინც ნამდვილი პანსიონის მოსწავლეებად იგრძნოთ!

მელორი ტაუერსი (წიგნი პირველი)

მთარგმნელი: მაია წითაძე
მელორი ტაუერსი პანსიონის ტიპის სკოლაა ინგლისში. აქ მხოლოდ გოგონები სწავლობენ და აქვე ცხოვრობენ. ისინი ლონდონიდან მატარებლით ჩამოდიან და არდადეგებამდე რჩებიან.
დარელი, ელი, ალისია, მარი ლუ და გონდოლინა სწორედ პანსიონში შეხვდებიან ერთმანეთს. ერთად იწყებენ დამოუკიდებელ ცხოვრებას ოჯახისგან შორს; მეცადინეობენ, ერთობიან, უშვებენ შეცდომებს და აღწევენ წარმატებებს. ეს ყველაფერი კი მაშინ ხდება, როდესაც ჯერ არც მობილური ტელეფონი არსებობს და არც კომპიუტერი; გოგონები მშობლებთან წერილებს ფოსტით აგზავნიან და მათგან პასუხს ელოდებიან.
მელორი ტაუერსის გმირებთან ერთად ნამდვილად არ მოიწყენთ და იქნებ საკუთარი თავი ცოტა ხნით მაინც ნამდვილი პანსიონის მოსწავლეებად იგრძნოთ!

მარაგში

მელორი ტაუერსი (წიგნი მეორე)

მთარგმნელი: მაია წითაძე

ენიდ ბლაიტონი ამ წიგნში ინგლისის გოგონათა სკოლა-პანსიონის, მელორი ტაუერსის ყოფა-ცხოვრებას აღწერს. მიუხედავად იმისა, რომ აქ მოთხრობილი ამბები მე-20 საუკუნის დასაწყისით თარიღდება, წიგნის კითხვისას ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს მწერალი თანამედროვე მოზარდ გოგონათა ყოველდღიურ ცხოვრებასა და საქმიანობას ასახავს. მელორი ტაუერსში ახალი სასწავლო წელი იწყება! დარელი, სელი, გვენდოლინა და მერი-ლუ სკოლა-პანსიონში ბრუნდებიან. ჩრდილოეთის კოშკს კიდევ სამი ახალი მოსწავლე შეემატა, რაც იმას ნიშავს, რომ პანსიონის ცხოვრება კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახდება და გოგონებს კვლავაც გადახდებათ მოულოდნელობებით აღსავსე თავგადასავლები.​

მარაგში

მელორი ტაუერსი (წიგნი მესამე)

დარელი და მისი მეგობრები მელორი ტაუერსში ბრუნდებიან. პანსიონს ახალი მოსწავლეებიც შეემატნენ:
ზერელდა ამერიკელია, მისი მთავარი გატაცება კინოვარსკვლავების ცხოვრებაა და თავადაც მსახიობობაზე ოცნებობს; ვილჰელმინას ბილის ეძახიან, იგი ცხენოსნობითაა გატაცებული და დღედაღამ ცხენებზე ფიქრობს; მავის მშვენიერი ხმა აქვს და ოპერის მომღერლობას აპირებს.
მელორი ტაუერსში მესამე წელი კლავ სავსეა მხიარულებითა და საკვირველი მოულოდნელობებით.

მარაგში

მელორი ტაუერსი (წიგნი მეოთხე)

დარელი მელორი ტაუერსში ფელისიტასთან ერთად ბრუნდება!

პირველკლასელი ფელისიტას გარდა, ჩრდილოეთის კოშკს ახალი მეოთხეკლასელებიც შემოემატნენ – მორცხვი კლარისა და უჩვეულო ტყუპი დები: რუთი და კონი.

მარაგში

მელორი ტაუერსი (წიგნი მეხუთე)

ბავშვები ხომ ყველა ქვეყანაში ერთნაირები არიან – ხან გულუბრყვილოები, ხანაც ეშმაკუნები, ზოგჯერ ურჩები და ცელქები, ზოგჯერ დამჯერნი და საზრიანები; ხშირად რაღაცის ეშინიათ, უმეტესად კი გამბედაობას ამჟღავნებენ. წაიკითხე ეს წიგნი და გაიგე, როგორ დგამენ საშობაო წარმოდგენას „მელორი ტაუერსის“ გოგონები, ვინ არის დიქტატორი რეჟისორი, რა ოინს აწყობს ფრანგულის მასწავლებელი, როგორ გადაურჩება ერთი ოსწავლე სკოლიდან გარიცხვას და შეძლებენ თუ არა ბავშვები წარმატებული სპექტაკლის დადგმას უფროსების დახმარების გარეშე.  

მარაგში

მელორი ტაუერსი (წიგნი მეექვსე)

მთარგმნელი: მაია წითაძე

ბავშვები ხომ ყველა ქვეყანაში ერთნაირები არიან - ხან გულუბრყვილოები, ხანაც ეშმაკუნები. ზოგჯერ ურჩობენ და ცელქობენ, ზოგჯერ კი დამჯერნი და საზრიანები არიან. ხშირად რაღაცის ეშინიათ, უმეტესად კი გამბედაობას ამჟღავნებენ.

მარაგში

მარაგში

არტიკული: 2014 კატეგორია: ,
ISBN 2014
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

ფორმატი

გვერდების რაოდენობა

დამატებითი ინფორმაცია

მელორი ტაუერსი (წიგნი პირველი)

წონა 0,241 კგ
ზომები 1,5 × 14 × 21 სმ

მელორი ტაუერსი (წიგნი მეორე)

წონა 0,234 კგ
ზომები 1,5 × 14 × 21 სმ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.