კალათა ცარიელია.
140,20 ₾ 105,12 ₾
გაზიარება:
მთარგმნელი: მანანა ანთაძე
„დაიმახსოვრე, ოცნებებში არ უნდა გადასახლდე და ცხოვრება არ უნდა დაივიწყო“ - ალბუს დამბლდორი.
ჰარი პოტერის ცხოვრებას ჯადოსნურს ნამდვილად ვერ უწოდებ. ბიჭი სამოწყალოდ ცხოვრობს დერსლებთან - დეიდასთან, ბიძასთან და საძაგელ დეიდაშვილთან. მისი ოთახი კიბის ქვეშ მდებარე პაწაწინა საწყობია, დაბადების დღისთვის კი განსაკუთრებულ საჩუქარს არ ელოდება.
მაგრამ სწორედ მე-11 დაბადების დღეზე ჰარი ბუს ფოსტით იდუმალ წერილს იღებს. წერილი დაუჯერებელ ადგილას - ჰოგვორტსის მაგიისა და და ჯადოქრობის სკოლაში - სასწავლებლად იწვევს. ჰარი მოულოდნელად საოცარ მაგიურ გარემოში აღმოჩნდება. ჯადოქრულ სამყაროში ყველამ იცის, რომ ჰარი რჩეულია - უდიდესი ჯადოქრის სასიკვდილო წყევლას გადარჩენილ ბიჭს დიადი საქმეები ელის წინ.
მარაგში
მთარგმნელი: დავით გაბუნია
„ამ დღიურში საშინელი მოგონებები ინახება. ეს ამბები მიჩქმალეს. ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლაში მომხდარ ამბებს ვგულისხმობ.“ ტომ მერვოლო რიდლი
ჰარი პოტერის მეორე სასწავლო წელს ჰოგვორტსში შემაძრწუნებელი ამბები ხდება. ორმოცდაათი წლის წინ მაგიისა და ჯადოქრობის სკოლაში მომხდარი ისტორია მეორდება - სტუდენტებს საშინელი, იდუმალი მონსტრი ესხმის თავს. საიდუმლო ოთახის ბინადარი მონსტრის მოძებნას ჰარი პოტერი მეგობრების დახმარებით ცდილობს.
"ესე იგი, შენ ყველაზე მეტად შიშისა გეშინია!" - რემუს ლუპინი
„არ აქვს მნიშვნელობა, რად იბადება ადამიანი, მთავარია, რა გამოდის მისგან.“ ალბუს დამბლდორი
"ჩვენ შენთან ერთად მოვდივართ, ჰარი" ნევილ ლონგბოტომი
„როდესაც თავსატეხის ბოლო გასაღებიც გვექნება, იმედია, ორივესთვის ყველაფერი ნათელი გახდება.“ ალბუს დამბლდორი
„ვერც ერთი ვერ პოვებს სიმშვიდეს, სანამ ცოცხალი იქნება მეორე, ცოტა ხანში რომელიმე სამუდამოდ წავა აქედან...“ - ჰარი პოტერი
ჰარი პოტერობა ყოველთვის რთული იყო და იოლი არც ახლაა – როცა მაგიის სამინისტროს საქმიანი მაღალჩინოსანი, ერთგული მეუღლე და სამი სასკოლო ასაკის შვილის მამა ხარ. სანამ ჰარი ყველანაირად ცდილობს, გაექცეს წარსულს, რომელსაც თავის ადგილზე დარჩენა არ სურს, მის უმცროს ვაჟს ალბუს სევერუსს იმ მძიმე ტვირთის მარტო ზიდვა უწევს, რასაც სახელგანთქმული ჰარი პოტერის შვილობა ჰქვია.
რბილი ყდა
მიმოხილვები ჯერ არ არის.
მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.