Image Alt

წიგნები

კომპლექტი: ძალიან მოკლე შესავალი

21,60 

არ გამოტოვო უნიკალური შესაძლებლობა 60%-მდე ფასდაკლებით შეიძინო სერია “ძალიან მოკლე შესავალი” – ს წიგნები.

ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობამ 1995 წელს დაიწყო სერია “ძალიან მოკლე შესავალი”, რომელიც დღეს უკვე 600-ზე მეტ წიგნს აერთიანებს.

სერიის თითოეული წიგნი კომპეტენტური მეცნიერების მიერ მოკლედ, მაგრამ საინტერესოდ და ამომწურავად.დაწერილი შესავალია კონკრეტულ თემაზე, რომლის შესახებაც შეიძლება არასრული ან არაზუსტი ცოდნა გვქონდეს.

წიგნები დააინტერესებს როგორც მკვლევრებს, ლექტორებსა და სტუდენტებს, ისე კონკრეტული თემით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს.

ქრისტიანობა - ძალიან მოკლე შესავალი

ეს „ძალიან მოკლე შესავალი“ ქრისტიანობის კულტურულ და ინსტიტუციონალურ განზომილებებს იკვლევს და ბოლო ორი ათასი წლის განმავლობაში მსოფლიოს ყველაზე დიდი რელიგიის ახლებურ, ცოცხალ, ნათელ სურათს გვიხატავს. ის ქრისტიანობის სამ მთავარ სახეობას – საეკლესიოს, ბიბლიურსა და მისტიკურს – გამოყოფს და ერთმანეთთან და ფართო საზოგადოებასთან მათ დაპირისპირებებს აანალიზებს.

მარაგში

ევროკავშირი - ძალიან მოკლე შესავალი

ევროკავშირი თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პოლიტიკური ორგანიზაციაა. ერთი მხრივ, წევრ-სახელმწიფოებს შორის ისტორიული თვალსაზრისით უნიკალური თანამშრომლობის პოტენციალს გამოხატავს. მეორე მხრივ, ამჟამად გაურკვევლობის ფაზა უდგას, როგორც სიცოცხლისუნარიანობის, ისე სამომავლო განვითარების თვალსაზრისით.

მარაგში

სამართალი - ძალიან მოკლე შესავალი

სამართალი ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროს უკავშირდება. ის ნებისმიერი საზოგადოების ცხოვრების ბირთვია, იცავს უფლებებს, აკისრებს ვალდებულებებს, აწესებს სამოქმედო ჩარჩოებს თითქმის ყველა სახის სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური საქმიანობისთვის. მოცემული ტომი სერიიდან „ძალიან მოკლე შესავალი“ მიმოიხილავს სამართლის ძირითად შტოებს, აღწერს ადვოკატების საქმიანობას და სასამართლოების მოქმედების წესს, განიხილავს სამართლის მისწრაფებას სამართლიანობის, თავისუფლებისა და თანასწორობისკენ.

მარაგში

სოციოლოგია - ძალიან მოკლე შესავალი

სოციალური კლასის, დანაშაულისა და ნორმიდან გადახრის, განათლების, ბიუროკრატიზმის, რელიგიური და პოლიტიკური დაყოფის კვლევებზე აგებული ეს „ძალიან მოკლე შესავალი“ გვიხსნის სოციოლოგიის ფუნდამენტურ პრინციპებს, თან ითვალისწინებს, როგორ აყალიბებს ინდივიდს საზოგადოება და პირიქით. ამ ახალ გამოცემაში სტივ ბრიუსი აზუსტებს სოციოლოგიის, როგორც დარგის ბუნებას. იცავს რა „მეცნიერებას“ საკუთრივ სოციალურ მეცნიერებებში, ავტორი ამტკიცებს: ვიდრე სოციოლოგიას განსაზღვრავს ახალი დღის წესრიგი და იდეები, არა მხოლოდ შესაძლებელი, არამედ აუცილებელიცაა ობიექტური, მიუმხრობელი სოციალური ანალიზი.

მარაგში

მარაგში

არტიკული: 2257 კატეგორია: ,
ISBN 2257
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

ფორმატი

გვერდების რაოდენობა

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.