კალათა ცარიელია.
69,40 ₾ 43,90 ₾
გაზიარება:
„ძალიან მოკლე შესავლის“ ამ პროვოკაციულ, მაგრამ ჩინებულად გაწონასწორებულ ტომში კენეთ მინოუგი მიმოიხილავს, როგორ ვითარდებოდა პოლიტიკა ძველი სამყაროს ეპოქიდან მეოცე საუკუნის ჩათვლით. ის გვთავაზობს, ერთად გამოვიკვლიოთ, რატომ გარდაიქმნება პოლიტიკური სისტემები, როგორ სთავაზობს პოლიტიკა ჩვენს საზოგადოებას, ერთდროულად, ძალაუფლებასა და წესრიგს, რატომ არის დემოკრატია ყოველთვის კარგი; და როგორი შეიძლება იყოს პოლიტიკის მომავალი XXI საუკუნეში.
მხოლოდ 13 ცალია მარაგში
გამოცემაში პრისტი ზოგადად მიმოიხილავს ტურინგისა და გედელის ნაშრომებსაც, რომლებიც თანამედროვე ლოგიკის საფუძვლად მიიჩნევა. წიგნი გასაგები ენით გვიხსნის ფორმალური ლოგიკის საფუძვლებს და განკუთვნილია ნებისმიერისთვის, ვინც ლოგიკითა და მისი თავსატეხებით არის დაინტერესებული.
მარაგში
სოციალური კლასის, დანაშაულისა და ნორმიდან გადახრის, განათლების, ბიუროკრატიზმის, რელიგიური და პოლიტიკური დაყოფის კვლევებზე აგებული ეს „ძალიან მოკლე შესავალი“ გვიხსნის სოციოლოგიის ფუნდამენტურ პრინციპებს, თან ითვალისწინებს, როგორ აყალიბებს ინდივიდს საზოგადოება და პირიქით. ამ ახალ გამოცემაში სტივ ბრიუსი აზუსტებს სოციოლოგიის, როგორც დარგის ბუნებას. იცავს რა „მეცნიერებას“ საკუთრივ სოციალურ მეცნიერებებში, ავტორი ამტკიცებს: ვიდრე სოციოლოგიას განსაზღვრავს ახალი დღის წესრიგი და იდეები, არა მხოლოდ შესაძლებელი, არამედ აუცილებელიცაა ობიექტური, მიუმხრობელი სოციალური ანალიზი.
მხოლოდ 15 ცალია მარაგში
სამართალი ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროს უკავშირდება. ის ნებისმიერი საზოგადოების ცხოვრების ბირთვია, იცავს უფლებებს, აკისრებს ვალდებულებებს, აწესებს სამოქმედო ჩარჩოებს თითქმის ყველა სახის სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური საქმიანობისთვის. მოცემული ტომი სერიიდან „ძალიან მოკლე შესავალი“ მიმოიხილავს სამართლის ძირითად შტოებს, აღწერს ადვოკატების საქმიანობას და სასამართლოების მოქმედების წესს, განიხილავს სამართლის მისწრაფებას სამართლიანობის, თავისუფლებისა და თანასწორობისკენ.
ევროკავშირი თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პოლიტიკური ორგანიზაციაა. ერთი მხრივ, წევრ-სახელმწიფოებს შორის ისტორიული თვალსაზრისით უნიკალური თანამშრომლობის პოტენციალს გამოხატავს. მეორე მხრივ, ამჟამად გაურკვევლობის ფაზა უდგას, როგორც სიცოცხლისუნარიანობის, ისე სამომავლო განვითარების თვალსაზრისით.
ეს „ძალიან მოკლე შესავალი“ ქრისტიანობის კულტურულ და ინსტიტუციონალურ განზომილებებს იკვლევს და ბოლო ორი ათასი წლის განმავლობაში მსოფლიოს ყველაზე დიდი რელიგიის ახლებურ, ცოცხალ, ნათელ სურათს გვიხატავს. ის ქრისტიანობის სამ მთავარ სახეობას – საეკლესიოს, ბიბლიურსა და მისტიკურს – გამოყოფს და ერთმანეთთან და ფართო საზოგადოებასთან მათ დაპირისპირებებს აანალიზებს.
რბილი ყდა
მიმოხილვები ჯერ არ არის.
მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.