Image Alt

წიგნები

კომანდორის მკვლელობა

29,90 

ჰარუკი მურაკამის საოცარი სამყარო. აუჩქარებელი და მშვიდი. სავსე ჩრდილებით და სარკეებით – ეს ყოველთვის ზღაპარია, რომელშიც ყველაზე დაუჯერებელ გამონაგონს ან ყველაზე თამამ ფანტაზიასაც კი აქვს ახსნა.

 

მარაგში

დაამატე შეკვეთას და მიიღე სპეციალური ფასდაკლება

კაფკა პლაჟზე

ჰარუკი მურაკამის რომანი „კაფკა პლაჟზე“ 2002 წელს გამოიცა და სხვადასხვა პრემიებთან ერთად, 2005 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საუკეთესო ახალგაზრდული წიგნის ჯილდოც მოიპოვა.

არ არის მარაგში

იაპონია

ჰარუკი მურაკამი

დაიბადა 1949 წელს

ჰარუკი მურაკამი - თანამედროვე იაპონელი მწერალი და მთარგმნელი. მისი ნამუშევრები ზოგადად ხასიათდება, როგორც „ადვილად ხელმისაწვდომი, თუმცა ღრმად კომპლექსური“. მურაკამი დაიბადა კიოტოში 1949 წელს, თუმცა მთელი ახალგაზრდობა კობეში გაატარა. მამამისი ბუდისტი მღვდლის შვილი იყო; დედამისი კი ოსაკელი ვაჭრის ქალიშვილი. ორივე იაპონურ ლიტერატურას ასწავლიდა.

ბავშვობიდან მურაკამი დასავლური კულტურის გავლენას განიცდის, განსაკუთრებით კი დასავლური მუსიკისა და ლიტერატურის. ის გაიზარდა ისეთ ამერიკელ მწერალთა ნაწარმოებებზე, როგორებიც იყვნენ კურტ ვონეგუტი და რიჩარდ ბრაუტიგანი, რის გამოც ხშირად გამოიკვეთება მის თანამემამულეთაგან დასავლური ზეგავლენით. იაპონური ლიტერატურა ხშირად ხაზს უსვამს ენის სილამაზეს, რამაც შესაძლოა კომპოზიცია შეზღუდოს, მაშინ როცა მურაკამის სტილი შედარებით თავისუფალი და სხარტია.

მურაკამი თეატრალურ ხელოვნებას სწავლობდა ვასედას უნივერსიტეტში ტოკიოში, სადაც მის მომავალ მეუღლეს, იოკოს, შეხვდა. პირველი სამსახური აუდიოდისკების მაღაზიაში დაიწყო, სადაც მისი ერთ-ერთი უმთავრესი გმირი, ტორუ ვატანაბე (ნოვეგიული ტყე), მუშაობს. 25 წლის ჰარუკი მურაკამიმ 1974 წელს ჯაზ-ბარი „Peter Cat“ გახსნა კოკობუნძიში, ტოკიო, რომელიც 1974-82 წლებში ჰქონდა. მის რომანთა უმრავლესობას მუსიკალური თემა აქვს და სათაურები გარკვეულ სიმღერას მიუთითებს.

1978 წელს ბეისბოლოს თამაშის ყურებისას, უცბად იგრძნო, რომ რომანის დაწერა შეუძლია. ბარის დაკეტვის მერე დიდხანს იჯდა ხოლმე მურაკამი თავისივე ბარშივე და რომანს წერდა, ეს იყო უსმინე ქარის სიმღერას, რომელიც 1979 წელს გამოვიდა და მიიღო ჯერ ჟურნალ გუნძო-ს პრესტიჟული პრემია ახალბედა ავტორებისთვის, შემდეგ კი ლიტერატურული ჟურნალ ნომა-ს პრემია. ხოლო წლის ბოლოს იგივე წიგნი 150 000 ტირაჟით გაიყიდა. ასე დაიწყო ჰარუკი მურაკამის წარმატებული ლიტერატურული კარიერა.

აღწერა

ჰარუკი მურაკამის საოცარი სამყარო აუჩქარებელი და მშვიდია. ის სავსეა ჩრდილებით და სარკეებით. ეს ყოველთვის ზღაპარია, რომელშიც ყველაზე დაუჯერებელ გამონაგონს ან ყველაზე თამამ ფანტაზიასაც კი აქვს ახსნა.

მხატვარ-პორტრეტისტი მძიმედ განიცდის ცოლთან დაშორებას და საყვარელი დის სიკვდილს. ამ დრამის განცდას კი აძლიერებს მიყრუებული ადგლი სადაც ყველაზე ნათელ, მკაფიო მოვლენად ითვლება სავსემთვარეობა, ბალახის შრიალი და ჩიტების გალობა. დიახ, წიგნში რაღაცები ხდება… ამბები, ადამიანები…

აქ ყველასთვის არის ადგილი, მეორე მსოფლიო ომისა და მისი კოშმარული განცდისთვისაც კი… მაგრამ ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია. ეს ყველაფერი აკვარელის ფონია იმ ბობოქარი მოვლენებისთვის, რომლებიც ხელოვანის სულში ტრიალებს.

მურაკამი ქირურგია და ის ბასრი მაჩეტეთი ფატრავს მხატვარს. მხატვარს, როგორც იდეას. მხატვარს, როგორც მეტაფორას. თვითონ კი გაშმაგებით ყვინთავს შემოქმედებით ნაკადში და მკითხველსაც ითრევს. გვითრევს ბოცვრის სოროში, რომ ყველას, ვინც ამ გზას გაივლის, ტყავი ძვლებამდე გასძვრეს, რადგან შემოქმედება არ არსებობს ტკივილის, დანაკარგის, რეფლექსიის, მძაფრი შინაგანი განცდის გარეშე.

ISBN 9789941308383
ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2022

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

766

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.