Image Alt

წიგნები

ხელოვნება 1 (მასწავლებლის წიგნი)

7,00 

ხელოვნება 1 მასწავლებლის წიგნი მოიცავს მასალას, რომელიც მორგებულია შესაბამისი ასაკის მოსწავლის უნარებზე და ემსახურება მათ განვითარებას.

ხელოვნება 1 მასწავლებლის წიგნი ისეა შედგენილი, რომ მოზარდისთვის ხელოვნების სამყარო საინტერესო და მოულოდნელი კუთხით წარმოჩნდეს.

მარაგში

აღწერა

ხელოვნება 1 მასწავლებლის წიგნი მოიცავს მასალას, რომელიც მორგებულია შესაბამისი ასაკის მოსწავლის უნარებზე და ემსახურება მათ განვითარებას.

ხელოვნება 1 მასწავლებლის წიგნი ისეა შედგენილი, რომ მოზარდისთვის ხელოვნების სამყარო საინტერესო და მოულოდნელი კუთხით წარმოჩნდეს.

ჩვენი მიზანია, შევაყვაროთ ბავშვებს ხელოვნება, ვასწავლოთ მშვენიერების აღქმა, გავუღვივოთ ინტერესი შემოქმედებისადმი, გავხადოთ შემოქმედებითი პროცესის თანამონაწილე და ინიციატორი.

მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეს მიეწოდოს არა მშრალი თეორიული ან ბიოგრაფიული მასალა, არამედ ისეთი ცნობები, რომლებიც გაუღვივებს ცნობისმოყვარეობას და ინტერესს თემის მიმართ.

ხელოვნება 1 მასწავლებლის წიგნში შესული აქტივობები, ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით, მიწოდებულია სახალისო ცდების, თამაშებისა და შემოქმედებითი ექსპერიმენტების ფორმით.

დამოუკიდებლად გაკეთებული აღმოჩენა განსაკუთრებით დასამახსოვრებელს გახდის თითოეულ გაკვეთილს.

აქტივობები ხელს შეუწყობს მოსწავლეების ნატიფი მოტორიკის განვითარებას; ასევე ბიძგს მისცემს კომუნიკაციის, თანამშრომლობის, ორგანიზებულობის, ანალიზის, ინტერპრეტაციის, შეფასებისა და რეფლექსიის უნარების ფორმირებას.

ჩვენ შევეცადეთ, მრავალფეროვანი თემებითა და აქტივობებით დაგვეკმაყოფილებინა ეროვნული სასწავლო გეგმისა და საგნის სწავლების სტანდარტის ყველა მოთხოვნა.

მუშაობის პროცესში შესაძლებლობა გვქონდა შეგვემოწმებინა ჩვენ მიერ შედგენილი გაკვეთილები უშუალოდ საკლასო გარემოში, განსხვავებული უნარ-ჩვევების მქონე მოსწავლეებთან.

შესაბამისად, აქტივობები შედგენილია საშუალო მონაცემებზე დაყრდნობით. მასწავლებელს შეუძლია მოარგოს ისინი საკუთარ გარემოებებს, მოსწავლეთა შესაძლებლობებს თუ სკოლის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას.

ელექტრონული ვერსიის სანახავად დააჭირე აქ

ISBN 9789941300516
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2018

ფორმატი

19.50 X 27.50

გვერდების რაოდენობა

194

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0,294 კგ
ზომები 1,5 × 19,5 × 27,5 სმ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.