Image Alt

წიგნები

ჯადოსნური ზამთარი

8,90 

მთარგმნელი: ლიკა ჩაფიძე

შუა იანვარში ზამთრის ძილიდან გამოღვიძება ადვილი საქმე ნამდვილად არ არის, განსაკუთრებით მაშინ, თუ ძილს ვერაფრით შეიბრუნებ. მუმინტროლი ამქვეყნად დაბადებული პირველი მუმინია, რომელმაც ზამთარი გაიცნო და შეიყვარა.

არ არის მარაგში

არტიკული: 9789941307799 კატეგორია: ჭდე: , ,

ფინეთი

ტუვე იანსონი

1914 - 2001

ტუვე იანსონი ფინეთის ყველაზე ცნობილი მწერალი და მხატვარია. მის წიგნებს, რომლებიც სულ მცირე, ორმოცდაათ ენაზეა თარგმნილი, დღეს მთელ მსოფლიოში კითხულობენ. ტუვე იანსონის მიერ შექმნილ მუმინებს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. სუვენირების, ტანსაცმლის, სამკაულისა თუ აქსესუარების გარდა, არსებობს მუმინების თემატური პარკები და კაფეებიც. ტუვე იანსონის წიგნების კითხვისას სრულიად ახალ, ჯადოსნურ სამყაროში ვხვდებით, რომელიც, ერთი შეხედვით, საერთოდ არ ჰგავს ჩვენს სამყაროს. თუმცა ფინელი მწერლის შემოქმედება სწორედაც რომ ადამიანური სწრაფვების, სევდისა თუ სიხარულის შესახებაა და ნებისმიერი ასაკის მკითხველს უდიდეს სიამოვნებას ჰპირდება.

აღწერა

მთარგმნელი: ლიკა ჩაფიძე

შუა იანვარში ზამთრის ძილიდან გამოღვიძება ადვილი საქმე ნამდვილად არ არის, განსაკუთრებით მაშინ, თუ ძილს ვერაფრით შეიბრუნებ.

მუმინტროლი ამქვეყნად დაბადებული პირველი მუმინია, რომელმაც ზამთარი გაიცნო და შეიყვარა. თავიდან, ახლად გამოღვიძებული თავს ძალიან მარტოსულად გრძნობდა მუმინების მძინარე სახლში, მაგრამ სულ მალე მთელი ხეობა და სახლიც უამრავი იდუმალი არსებით გაივსო.

ამ წიგნში გაიგებთ, თუ როგორ დაუმეგობრდა მუმინტროლი ახალ ნაცნობებს და იმ უცხო, ყინულივით ცივ სამყაროს, რომელიც ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაატყდა თავს.

მოსწავლის ბიბლიოთეკის სერია, რომელშიც გამოიცა ტუვე იანსონის „ჯადოსნური ზამთარი”, ხუთ ასაკობრივ კატეგორიად იყოფა. თითოეულ კატეგორიაში თავმოყრილია შესაბამისი სირთულის ტექსტები. სერიაში შესული არცერთი ნაწარმოები არ არის შემოკლებული. მოსწავლის ბიბლიოთეკა მოსწავლეებს მკითხველებად ჩამოყალიბებაში ეხმარება, მშობლებს – შვილებისათვის ასაკის შესაბამისი ლიტერატურის შერჩევაში, პედაგოგებს კი – მოსწავლეთათვის კლასგარეშე საკითხავის ეტაპობრივად მიწოდებაში.

ISBN 9789941307799
ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2021

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

160

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.