Image Alt

წიგნები

ჯადოსნური ფიქრის წელიწადი

20,90 

მთარგმნელები: თამარ ბაბუაძე, ლელა ფიროსმანიშვილი, ელენე მარგველაშვილი

„ჯადოსნური ფიქრის წელიწადი“ National Book Award-ის ჟიურის წევრებმა ორი ჟანრის შედევრად დაასახელეს: მემუარისა და საგამოძიებო ჟურნალისტიკისა. დიდიონი მეთოდურად აღწერს თავისი ცხოვრების ერთ წელიწადს ქმრის სიკვდილის შემდგომ. ცდილობს, უპასუხოს კითხვებს სიკვდილზე, შვილის ავადმყოფობასა და მათთან ერთად გატარებულ დროზე; დაუფარავად გვიზიარებს ერთი შეხედვით გონივრულობას მოკლებულ ფიქრებს, რომლებსაც მხოლოდ მგლოვიარე ადამიანის გონება შობს და აღიქვამს.

მარაგში

არტიკული: 9789941983702 კატეგორია: ჭდე: , , ,

აღწერა

„ჯადოსნური ფიქრის წელიწადი“ National Book Award-ის ჟიურის წევრებმა ორი ჟანრის შედევრად დაასახელეს: მემუარისა და საგამოძიებო ჟურნალისტიკისა. დიდიონი მეთოდურად აღწერს თავისი ცხოვრების ერთ წელიწადს ქმრის სიკვდილის შემდგომ. ცდილობს, უპასუხოს კითხვებს სიკვდილზე, შვილის ავადმყოფობასა და მათთან ერთად გატარებულ დროზე; დაუფარავად გვიზიარებს ერთი შეხედვით გონივრულობას მოკლებულ ფიქრებს, რომლებსაც მხოლოდ მგლოვიარე ადამიანის გონება შობს და აღიქვამს.
„ჯადოსნური ფიქრის წელიწადი“ დაუვიწყარი წიგნია, რომელშიც გულწრფელად აღწერილ პირად ტრაგედიას ავტორი უნივერსალურ გამოცდილებად აქცევს.

“არასრულყოფილი, მოკვდავი არსებები ვართ. ამ მოკვდაობას მაშინაც ვაცნობიერებთ, როცა ამ აზრს განვაგდებთ. ერთმანეთში ისე აბურდულები ვართ, ისე ჩახლართულად გადაჯაჭვული, რომ დანაკარგის გლოვისას, გვინდა თუ არა, საკუთარ თავსაც ვგლოვობთ – როგორ ვიყავით, როგორ აღარ ვართ, როგორ შეიძლება ერთ დღეს საერთოდ აღარ ვიყოთ.”

„ჯადოსნური ფიქრის წელიწადი“ პოლინომიალის სერიის ფარგლებში გამოიცა. გამომცემლობა „პოლინომიალი“ სალიტერატური სივრცისთვის ცნობილ, თუმცა ქართულ ენაზე ამ დრომდე უთარგმნელ ავტორებსა და მათ ტექსტებს გამოსცემს.

ავტორის შესახებ:

ჯოან დიდიონი (1934-2021) თანამედროვე ამერიკული კულტურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელი, რომანისტი, ესეისტი, „ახალი ჟურნალისტიკის“ ტალღის უმნიშვნელოვანესი ფიგურა იყო. მისი სალიტერატურო კარიერა დაიწყო სტატიებითა და ესეებით ისეთ გამოცემებში, როგორებიცაა Vogue, Mademoiselle, Life, The Saturday Evening Post და National Review.
მისმა ბუნებრივმა, დახვეწილმა და მოქნილმა სტილმა დიდი გავლენა იქონია შემდგომი თაობის ავტორებსა და ზოგად სალიტერატურო ენაზე.
ჯოან დიდიონი დიდი ამერიკელი მწერლების სიაში ღირსეულ ადგილს იკავებს.

ISBN 9789941983702
ყდის ტიპი

გამოცემის წელი

2023

ფორმატი

13 X 19.5

გვერდების რაოდენობა

249

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…

  • ვირჟინი დეპანტი
    თეორია კინგ კონგი
    17,90 
  • ლეონარდ კოენი
    ყოველი მათგანის ამბავი
    20,90