Image Alt

წიგნები

HELLADOS და სხვა მოთხრობები

9,90 

წიგნში შესულია ნოდარ დუმბაძის 14 მოთხრობა. თითოეული მათგანი მწერლისთვის ჩვეული სევდანარევი იუმორითაა სავსე.

არ არის მარაგში

ნოდარ დუმბაძე

ნოდარ დუმბაძე დაიბადა 1928 წელს თბილისში. საბჭოთა პერიოდის რეპრესიები მის ოჯახს მძიმედ შეეხო: მამა დახვრიტეს, დედა კი გადაასახლეს. ამის გამო ჯერ სოხუმში დეიდებთან, შემდეგ კი ჩოხატაურში ბებიასა და ბაბუასთან ცხოვრობდა.

დაწერილი აქვს მრავალი მოთხრობა, რომანი, სცენარი, ასევე – საბავშვო ლექსები და პოემები. ნოდარ დუმბაძე თანამშრომლობდა ჟურნალთან „ცისკარი“ და კინოსტუდიასთან „ქართულ ფილმი“. 1967-72 წლებში იყო ჟურნალ „ნიანგის“ რედაქტორი და შემდგომ საქართველოს სსრ მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი.

მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია (1975). მისი მოთხრობები თარგმნილია მსოფლიოს ხალხთა სხვადასხვა ენაზე.

აღწერა

წიგნში შესულია ნოდარ დუმბაძის 14 მოთხრობა. თითოეული მათგანი მწერლისთვის ჩვეული სევდანარევი იუმორითაა სავსე.

მოთხრობების სრულფასოვანი პერსონაჟები არიან არა მარტო ადამიანები, არამედ ცხოველები, ფრინველები და მცენარეებიც. აქ წაიკითხავთ, როგორ უმტკიცებს ქუჩის მაწანწალა ძაღლი სიყვარულსა და ერთგულებას თავის გადამრჩენს, როგორ განიცდის ღირსების შელახვას ამაყი მამალი თემურლენგი, ბებერ ვაშლის ხეს კი ყველა სიტყვა ადამიანივით ესმის.

ნოდარ დუმბაძის მოთხრობებში ყველაფერია: სიხარული, თანაგრძნობა, სიკეთე, ერთგულება… ზოგჯერ კომიკური, ზოგჯერ კი სევდიანი, მაგრამ ყოველთვის უბრალო ცხოვრებისეული ამბები.

ISBN 9789941371424
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2014

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

248

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…