Image Alt

წიგნები

ჰარი პოტერი – ჯადოსნური გასაფერადებელი

12,90 

მცირეოდენი ჯადოქრობა ფერადი ფანქრებით და „ჰარი პოტერის“ მშვენიერი სამყარო შენ თვალწინ ახალი ფერებით აივსება.

არ არის მარაგში

არტიკული: 9789941302336 კატეგორია: ჭდე: ,

გაერთიანებული სამეფო

ჯოან როულინგი

ჯ.კ. როულინგი - „ჰარი პოტერის“ საყოველთაოდ აღიარებული წიგნების ავტორია. სერიის შექმნის იდეა 1990 წელს, მატარებლით მგზავრობისას დაებადა და შვიდწიგნეულის პირველი ნაწილის - „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ - წერას შეუდგა, რომელიც 1997 წელს დიდ ბრიტანეთში გამოქვეყნდა.

სერიის დასრულებას კიდევ 10 წელი დასჭირდა, ის 2007 წელს ბოლო ნაწილის - „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები“ - გამოსვლით დაგვირგვინდა. სერიასთან ერთად ჯ.კ როულინდგმა ქველმოქმედების მიზნით კიდევ ორი მომცრო წიგნი - "ქვიდიჩის მრავალსაუკუნოვანი ისტორია" და "ჯადოსნური ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინი" დაწერა, მწერლის მიზანი საქველმოქმედო ორგანიზაციების, Comic Relief-ისა და Lumo-ის დახმარება იყო.

მისი თანაავტორობით დაიწერა სასცენო პიესა - „ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი“, რომელიც წიგნადაც გამოიცა. ჯ.კ. როულინგის ბიბლიოგრაფიის ნაწილია 2020-2021 წლებში ბავშვებისთვის დაწერილი ზღაპრები - The ickbog-ისა და The Christmas Pigs, რომლებიც გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა. მასვე ეკუთვნის ზრდასრული მკითხველებისთვის შექმნილი კრიმინალური ქრონიკები. ჯ.კ. როულინგს მრავალი ლიტერატურული ჯილდოსა და პრემიის ლაურეატია. აქტიურადაა ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაში.

აღწერა

შენ წინაშეა ჯადოსნური გასაფერადებელი, რომელიც კიდევ ერთხელ გაგიღებს „ჰარი პოტერის“ დაუვიწყარი და მრავალფეროვანი სამყაროს კარს. რას აღარ აღმოაჩენ ამ მშვენიერ გამოცემაში: ნაცნობ პერსონაჟებსა თუ ადგილებს, ჯადოსნურ ცხოველებსა და არსებებს, ნაცნობ და საყვარელ დეტალებს ჯადოქრული სამყაროდან, რომლის გაფერადება და გაცოცხლება მხოლოდ შენს ხელთაა.

მცირეოდენი ჯადოქრობა ფერადი ფანქრებით და „ჰარი პოტერის“ მშვენიერი სამყარო შენ თვალწინ ახალი ფერებით აივსება.

ISBN 9789941302336
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2019

ფორმატი

21.50 X 27.50

გვერდების რაოდენობა

80

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0,333 კგ
ზომები 1,5 × 21,5 × 27,5 სმ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.