Image Alt

წიგნები

ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა

13,90 

მთარგმნელი: მანანა ანთაძე

„დაიმახსოვრე, ოცნებებში არ უნდა გადასახლდე და ცხოვრება არ უნდა დაივიწყო“ – ალბუს დამბლდორი.

ჰარი პოტერის ცხოვრებას ჯადოსნურს ნამდვილად ვერ უწოდებ. ბიჭი სამოწყალოდ ცხოვრობს დერსლებთან – დეიდასთან, ბიძასთან და საძაგელ დეიდაშვილთან. მისი ოთახი კიბის ქვეშ მდებარე პაწაწინა საწყობია, დაბადების დღისთვის კი განსაკუთრებულ საჩუქარს არ ელოდება.

მარაგში

გაერთიანებული სამეფო

ჯოან როულინგი

ჯ.კ. როულინგი - „ჰარი პოტერის“ საყოველთაოდ აღიარებული წიგნების ავტორია. სერიის შექმნის იდეა 1990 წელს, მატარებლით მგზავრობისას დაებადა და შვიდწიგნეულის პირველი ნაწილის - „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ - წერას შეუდგა, რომელიც 1997 წელს დიდ ბრიტანეთში გამოქვეყნდა.

სერიის დასრულებას კიდევ 10 წელი დასჭირდა, ის 2007 წელს ბოლო ნაწილის - „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები“ - გამოსვლით დაგვირგვინდა. სერიასთან ერთად ჯ.კ როულინდგმა ქველმოქმედების მიზნით კიდევ ორი მომცრო წიგნი - "ქვიდიჩის მრავალსაუკუნოვანი ისტორია" და "ჯადოსნური ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინი" დაწერა, მწერლის მიზანი საქველმოქმედო ორგანიზაციების, Comic Relief-ისა და Lumo-ის დახმარება იყო.

მისი თანაავტორობით დაიწერა სასცენო პიესა - „ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი“, რომელიც წიგნადაც გამოიცა. ჯ.კ. როულინგის ბიბლიოგრაფიის ნაწილია 2020-2021 წლებში ბავშვებისთვის დაწერილი ზღაპრები - The ickbog-ისა და The Christmas Pigs, რომლებიც გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა. მასვე ეკუთვნის ზრდასრული მკითხველებისთვის შექმნილი კრიმინალური ქრონიკები. ჯ.კ. როულინგს მრავალი ლიტერატურული ჯილდოსა და პრემიის ლაურეატია. აქტიურადაა ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაში.

აღწერა

მთარგმნელი: მანანა ანთაძე

„დაიმახსოვრე, ოცნებებში არ უნდა გადასახლდე და ცხოვრება არ უნდა დაივიწყო“ – ალბუს დამბლდორი.

ჰარი პოტერის ცხოვრებას ჯადოსნურს ნამდვილად ვერ უწოდებ. ბიჭი სამოწყალოდ ცხოვრობს დერსლებთან – დეიდასთან, ბიძასთან და საძაგელ დეიდაშვილთან. მისი ოთახი კიბის ქვეშ მდებარე პაწაწინა საწყობია, დაბადების დღისთვის კი განსაკუთრებულ საჩუქარს არ ელოდება.

მაგრამ სწორედ მე-11 დაბადების დღეზე ჰარი ბუს ფოსტით იდუმალ წერილს იღებს. წერილი დაუჯერებელ ადგილას – ჰოგვორტსის მაგიისა და და ჯადოქრობის სკოლაში – სასწავლებლად იწვევს. ჰარი მოულოდნელად საოცარ მაგიურ გარემოში აღმოჩნდება. ჯადოქრულ სამყაროში ყველამ იცის, რომ ჰარი რჩეულია – უდიდესი ჯადოქრის სასიკვდილო წყევლას გადარჩენილ ბიჭს დიადი საქმეები ელის წინ.

ორ ათწლეულზე მეტი გავიდა, რაც ჰარი პოტერი უეცრად აღმოჩნდა კინგს ქროსის პლატფორმაზე 9 და 3/4 .

მასთან ერთად უამრავი მკითხველი ჩაითრია ჯოან როულინგის მიერ შექმნილმა ჯადოსნურმა სამყარომ:

  • გავიდა წლები და ჰარი პოტერის სერიის შვიდი ბესტსელერი წიგნის 8 კინოადაპტაციაც ვიხილეთ.
  • გამოვიდა პიესა, რომელმაც მაყურებლების გულები და ჯილდოები მოიგო.
  • ეს-ესაა დაიწყო „ჯადოსნური ცხოველების“ სერია, რომლის ფარგლებშიც ხუთი ფილმი გამოვა.

ამ სამყარომ მოხიბლა და მოაჯადოვა სხვადასხვა ასაკის მილიონობით მკითხველი. ისინი ხომ პერსონაჟებთან ერთად გადავიდნენ ჯოან როულინგის უსაზღვრო ფანტაზიით შექმნილ მაგიურ განზომილებაში.

დღეისათვის პოტერომანების რაოდენობა კიდევ და კიდევ იზრდება.

ISBN 9789941233548
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2015

ფორმატი

14.5 x 21.50

გვერდების რაოდენობა

238

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0,285 კგ
ზომები 1,5 × 14,5 × 21,5 სმ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.