Image Alt

წიგნები

გოგონა, რომელიც სამაგიეროს ყველას უხდის

9,00 

მიქაელ ბლუმკვისტი ყოველ კვირას დიდ გზას გადის ლიზბეთის მოსანახულებლად და მისგან მითითებებსაც იღებს. დეტექტივისთვის ეს თავგადასავალი რიგითი გამოძიებაა, ლიზბეთისთვის – მისი ბავშვობის საიდუმლოების გასაღები. თუმცა, სიმართლის გამჟღავნება იოლი როდია: სახიფათო ექსპერიმენტის ინიციატორი მეცნიერები ყველაფერს იკადრებენ, რათა წარსული ხელუხლებელი დარჩეს.

მარაგში

შვედეთი

დევიდ ლაგერკრანცი

დაიბადა 1962 წელს

დევიდ ლაგერკრანცი ცნობილი შვედი ჟურნალისტი და მწერალია, რომელსაც განსაკუთრებული პოპულარობა და წარმატება მოუტანა ცნობილი ფეხბურთელის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის, ბიოგრაფიამ „მე - ზლატან იბრაჰიმოვიჩი“, რომელიც გამოცემიდან მოკლე ხანში მსოფლიოს 30-ზე მეტ ენაზე ითარგმნა.

2015 წელს მისი ავტორობით გამოვიდა მილენიუმის სერიის რიგით მეოთხე წიგნი - „გოგონა ობობას ქსელში“ - რომელიც გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა. სტიგ ლარსონის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ თითქმის არავინ ელოდა ამბის გაგრძელებას, თუმცა ლაგერკრანცმა ეს მისია ჩინებულად შეასრულა და ლიზბეთ სალანდერის ისტორიას სამი წიგნი შემატა.

აღწერა

მთარგმნელი: ეკა სუმბათაშვილი

დრაკონის ტატუთი დამშვენებულ გოგონას არაფერი ავიწყდება და არავის არაფერს პატიობს. ის ციხეშიც კი სამართლიანობას იცავს. სხვე ბისთვის თითქოს შეუმჩნეველი რასობრივი და რელიგიური შეხლა- შემოხლა მას არ გამოეპარება.

მიქაელ ბლუმკვისტი ყოველ კვირას დიდ გზას გადის ლიზბეთის მოსანახულებლად და მისგან მითითებებსაც იღებს. დეტექტივისთვის ეს თავგადასავალი რიგითი გამოძიებაა, ლიზბეთისთვის – მისი ბავშვობის საიდუმლოების გასაღები. თუმცა, სიმართლის გამჟღავნება იოლი როდია: სახიფათო ექსპერიმენტის ინიციატორი მეცნიერები ყველაფერს იკადრებენ, რათა წარსული ხელუხლებელი დარჩეს.

სალანდერმა იცის, რომ სადაცაა, კვანძი გაიხსნება და ტყუპისცალი დის საბედისწერო ზეგავლენისგანაც მალე დააღწევს თავს. ლიზბეთი არ დანებდება… გოგონა დრაკონის ტატუთი შურს ნებისმიერ ფასად იძიებს…

ამ წიგნის დაძაბულობა და დაუცხრომელი ენერგია დევიდ ლაგერკრანცს სტიგ ლარსონის „მილენიუმის ტრილოგიამ“ შთააგონა. სალანდერი და ბლუმკვისტი აგრძელებენ სამართლიანობისთვის ბრძოლას და კიდევ ერთხელ ეცდებიან ქართველი მკითხველის გულის დაპყრობას.

ISBN 9789941302275
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2019

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

400

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0,452 კგ
ზომები 1,5 × 14,5 × 21,5 სმ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…