Image Alt

წიგნები

გმირი ღამის ავტობუსში

12,90 

რაც თავი მახსოვს, სულ შარში ვეხვევი. თუმცა, ამას დიდად არ ვდარდობ – საუკეთესო იდეები სწორედ სასჯელის მოხდისას, სკოლის დირექტორის კაბინეტში მომდის.

 

მარაგში

ონჯალი რაუფი

ონჯალი რაუფი ბანგლადეშელი წარმომავლობის ბრიტანელი მწერალი და ადამიანის უფლებების აქტივისტია.

იგი არის ავტორი ბესტსელერისა „ბიჭი ჩვენი კლასის ბოლო მერხზე“, რომელიც 2018 წელს Orion Children’s Book-მა გამოსცა. წიგნმა 2019 წელს მიიღო Blue Peter Award და Waterstones-ის საბავშვო წიგნის პრიზი. „გმირი ღამის ავტობუსში“ ამავე ავტორის მეორე წიგნია, რომელიც ქართულად ითარგმნა. ონჯალი რაუფის ეს წიგნები უკვე დიდი პოპულარულობით სარგებლობს პატარა მკითხველებს შორის.

აღწერა

რაც თავი მახსოვს, სულ შარში ვეხვევი. თუმცა, ამას დიდად არ ვდარდობ – საუკეთესო იდეები სწორედ სასჯელის მოხდისას, სკოლის დირექტორის კაბინეტში მომდის.

ბოლო დროს ჩემი აღარავის სჯერა, თუნდაც სიმართლეს ვამბობდე. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უსახლკარო მოხუცს ოინი მოვუწყვე… ყველას ერთი მჩაგვრელი ბიჭი ვგონივარ.
ვერ წარმოუდგენიათ, რომ მეც შეიძლება გავხდე გმირი.

ამ წიგნის მთავარი პერსონაჟი – ჰექტორი – მართლაც აბეზარი ბიჭია. მაგრამ ერთ დღეს ისეთ ამბავს შეესწრება, რომ მისი ცხოვრება მთლიანად იცვლება. მას შემდეგ ჰექტორს ახალ მეგობრებთან ერთად ბევრი დაბრკოლების გადალახვა და არაერთი საიდუმლოს ამოხსნა მოუწევს…

წაიკითხე თანაგრძნობის, სიკეთისა და მეგობრობის ეს უჩვეულო და საინტერესო თავგადასავალი და დარწმუნდი, რომ ყველას შეუძლია გახდეს უკეთესი ადამიანი.

ISBN 9789941307935
ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2022

ფორმატი

14.00 X 21.00

გვერდების რაოდენობა

203

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.