Image Alt

წიგნები

განჯადოება

6,90 

კატმანდუს ტრიბჰუვანის აეროპორტში ახლად ჩასული ალექსი თითქოს ბავშვობისდროინდელ ძველ სახლს უბრუნდება. გატეხილი და ძალაგამოცლილი სხეული იმედით ევსება – სწორედ აქ უნდა დაიწყოს მისი ფერფლიდან აღდგენა, მისი გათავისუფლება იმ წნეხისგან, რომლადაც მას უიღბლო ევროპული სიყვარული და ნაცრისფერი თბილისი ექცა. მისთვის ნეპალი ის განსაწმენდელია, სადაც ცოდვილებს მაღალი მთები და ბუნების ნამდვილი შვილები ელიან, რათა გულში ჩაიკრან და საკუთარ თავში ჩაახედონ.

მარაგში

აღწერა

ნეპალი ის განსაწმენდელია, სადაც ცოდვილებს მაღალი მთები და ბუნების ნამდვილი შვილები ელიან, რათა გულში ჩაიკრან და საკუთარ თავში ჩაახედონ. ალექსს სჯერა, რომ კატმანდუს, მის მკვიდრებს, ჰიმალაებსა და იქაურ ჰაერს მართლაც ჯადოსნური ძალა გააჩნიათ და ისეთივე წარმატებით შეუძლიათ შეასრულონ განჯადოების რიტუალი, როგორც – ნამდვილ შამანებს, თანაც დაგარწმუნონ, რომ ისინი კი არა, სწორედ შენ ხარ შენივე თავის მკურნალი. ასე მოევლინება მთავარ გმირს მხსნელად კატმანდუელი მეგობარი არუნა და საკუთარი თავის პოვნაში დაეხმარება. ბესო ხვედელიძე თავის ახალ წიგნში ჩვეული სილაღითა და თვითირონიით გვიამბობს მთავარი გმირის სასწაულებრივი განჯადოების ამბავს, რომელიც მხოლოდ ისეთ საოცარ ადგილზე შეიძლებოდა მომხდარიყო, როგორიც ნეპალია.

ISBN 9789941304828
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2019

ფორმატი

10.50 X 16.00

გვერდების რაოდენობა

118

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0,091 კგ
ზომები 1,5 × 10,5 × 16 სმ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…

  • ბესო ხვედელიძე
    ნამასტე
    8,90