Image Alt

წიგნები

გახლეჩილი აპრილი

14,90 

რომან „გახლეჩილი აპრილის“ მთავარმა გმირმა, ალბანეთის მთიანეთის მკვიდრმა, 26 წლის ჯორჯ ბერიშამ საუკუნეების განმავლობაში ჩამოყა­ლიბებული ადათების კოდექსის, „კანუნის“, უმკაცრესი წესების თანახმად მოკლული უფროსი ძმის სისხლი უნდა აიღოს – გზაზე ჩაუსაფრდეს მკვლელს და თოფი ესროლოს. ამ წესს რომ აღასრულებს, 30 დღის გასვლის შემდეგ თავად ის უნდა მოკლას მოსისხლე ოჯახის წევრმა და ასე დაუსრულებლად…

მარაგში

ალბანეთი

ისმაილ კადარე

დაიბადა 1936 წელს

ისმაილ კადარე უდიდესი ალბანელი მწერალია. მის შემოქმედებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ევროპული ლიტერატურისთვისაც. იგი დაუპირისპირდა ადგილობრივ ტოტალიტარულ ხელისუფლებას, რაც აისახა მის ნაწარმოებებში ენვერ ხოჯას მმართველობის პერიოდშიც კი, როცა კადარე ალბანეთში ცხოვრობდა. მისი ადრეული ნაწარმოებები იკრძალებოდა და გასაკონტროლებლად ის იძულებით ჩარიცხეს ლეიბორისტულ პარტიაში. 1975 წელს პოლიტიკური ლექსის გამოქვეყნებისთვის გარკვეული ხნით ფიზიკური შრომა მიუსაჯეს. კომუნიზმის დამხობის შემდეგ კადარე სანახევროდ საფრანგეთში გადასახლდა.

სხვადასხვა დროს მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო პრემია, მათ შორის 2005 წელს - ბუკერის ჯილდო, 2015 წელს - იერუსალიმის პრიზი და სხვ. 2016 წელს მას საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენი გადაეცა.

ისმაილ კადარეს ხშირად ასახელებენ ნობელის პრემიის მიღების სავარაუდო პრეტენდენტთა შორის.

აღწერა

რომან „გახლეჩილი აპრილის“ მთავარმა გმირმა, ალბანეთის მთიანეთის მკვიდრმა, 26 წლის ჯორჯ ბერიშამ საუკუნეების განმავლობაში ჩამოყა­ლიბებული ადათების კოდექსის, „კანუნის“, უმკაცრესი წესების თანახმად მოკლული უფროსი ძმის სისხლი უნდა აიღოს – გზაზე ჩაუსაფრდეს მკვლელს და თოფი ესროლოს. ამ წესს რომ აღასრულებს, 30 დღის გასვლის შემდეგ თავად ის უნდა მოკლას მოსისხლე ოჯახის წევრმა და ასე დაუსრულებლად…

ამ დროს ზეგანზე ეტლით მოგზაურობს ქალაქელი ახალგაზრდა წყვილი, რომელიც თაფლობის თვეს ატარებს და თან მთის მკაცრ ადათ-წესებს შეისწავლის. პატარძლისთვის ეს საშინელი წესები მიუღებელია. ქმრის მონათხრობი მისთვის რეალურ სახეს მაშინ იღებს, როდესაც გზაზე გადაეყრებიან რომანის მთავარ გმირს და მათი მზერა ერთმანეთს შეხვდება…

ისმაილ კადარე (დ. 1936 წ.) სახელგანთქმული ალბანელი პროზაიკოსი და პოეტია. მსოფლიოში აღიარებულ მის რომანებს მიღებული აქვს სხვადასხვა ქვეყნის ლიტერატურული ჯილდოები: ჩინო დელ დუკას(1992), ბუკერის (2005 ), პრინც ასტურიელის (2009), იერუსალიმის (2015) პრემიები. რამდენჯერმე იყო წარდგენილი ნობელის პრემიაზე.

ქართველი მკითხველი პირველად გაეცნობა ისმაილ კადარეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან რომანს „გახლეჩილი აპრილი“ (1978).

ISBN 9789941370984
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2022

ფორმატი

13,0X19,5

გვერდების რაოდენობა

227

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.