Image Alt

წიგნები

ექიმ დულიტლის თავგადასავალი

8,90 

დიდი ხნის წინ პატარა ქალაქში, რომელსაც გუბისპირეთი ერქვა, ცხოვრობდა ერთი ძალიან ჭკვიანი და სახელგანთქმული ექიმი, სახელად – ჯონ დულიტლი.

ექიმ დულიტლს უზომოდ უყვარდა ცხოველები და მრავლადაც ჰყავდა სახლსა თუ ეზოში. რა ცხოველსა და ფრინველს აღარ შეხვდებოდით მასთან, მაგრამ იხვი დებ-დები, ძაღლი ჯიპი, გოჭი გაბ-გაბი, თუთიყუში პოლინეზია და ბუ ტუ-ტუ მაინც განსაკუთრებულად უყვარდა.

არ არის მარაგში

აღწერა

ჯონ დულიტლი მართალია, ჭკვიანი და სახელგანთქმული ექიმი იყო, მაგრამ ცხოველთა სიმრავლის გამო ხალხი თანდათან ერიდებოდა მასთან გასასინჯად მისვლას, პაციენტთა რიცხვი თანდათან კლებულობდა, ბოლოს კი თითქმის აღარავინ მიდიოდა…

წაიკითხეთ ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული ეს შესანიშნავი წიგნი და გაიგებთ, რა უცნაური და საინტერესო ამბები გადახდა ექიმ ჯონ დულიტლს მას შემდეგ, რაც ცხოველთა ენა ისწავლა და მათი ექიმი გახდა!

მოსწავლის ბიბლიოთეკა ხუთ ასაკობრივ კატეგორიად იყოფა. თითოეულ კატეგორიაში თავმოყრილია შესაბამისი სირთულის ტექსტები. სერიაში შესული არცერთი ნაწარმოები არ არის შემოკლებული.

ISBN 9789941309571
ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2022

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

134

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.