Image Alt

წიგნები

ეგ არ ქნა!

10,90 

„ეგ არ ქნა!“ ცნობილი თანამედროვე ისრაელელი მწერლის, ეთგარ კერეთის მოთხრობების მორიგი, უახლესი კრებულია, რომელიც კრიტიკოსებმა უკვე აღიარეს ჟანრის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად.

კრებულში მკითხველს, რომელმაც უკვე შეიყვარა კერეთის გამორჩეული ხელწერა, ახალი, სასაცილო და ამავდროულად სევდიანი ისტორიები ელის.

არ არის მარაგში

ეთგარ კერეთი

ეთგარ კერეთი ისრაელში, პოლონური წარმოშობის ოჯახში დაიბადა. მწერალი ისრაელის კინოსა და ლიტერატურული წრეების ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. მისი მოთხრობები თარგმნილია სხვადასხვა ენაზე და გამოცემულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში.

კერეთი მოთხრობების გარდა გრაფიკულ რომანებს, დოკუმენტურ პროზასა და ტელე-კინოსცენარებსაც წერს. მის ნაწარმოებებს გამორჩეულ ხიბლს ანიჭებს სახასიათო შავი იუმორი და სხარტი, სლენგით მდიდარი ენა.

კერეთის შემოქმედება ხშირად ისრაელსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება. მისი სიურრეალისტური, ამავე დროს, ადამიანურ რეალობასთან ახლომდგომი სიუჟეტები სცდება გეოგრაფიულ საზღვრებს და მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრები ადამიანისთვის ახლობელია.

ეთგარ კერეთის მოთხრობების კრებული „უეცრად კარზე აკაკუნებენ“ ქართულად 2016 წელს გამოიცა. ამავე წელს მწერალი საქართველოსაც ეწვია და მკითხველთან შეხვედრები გამართა.

აღწერა

მთარგმნელი: მამუკა ბუცხრიკიძე

მოთხრობებში ავტორი დამახასიათებელი, სლენგით მდიდარი ენით, იუმორითა და სარკაზმით გვიამბობს უბრალო ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე და კვლავ ოსტატურად ახერხებს თითქოსდა არაფრით გამორჩეული ისტორიების განსაკუთრებულად წარმოჩენას.

პერსონაჟები და მათი შინაგანი ბუნება ყველაზე მოკლე მოთხრობაშიც კი საოცარი სიზუსტითა და ჰუმანურობითაა დახატული, რაც მათ მიმართ თანაგრძნობასგვიჩენს; მწერალი ისევ რეალობისა და სიურრეალიზმის ზღვარზე დაგვატარებს – ყოველი ამბავი ერთდროულად ჩვეულებრივი და უჩვეულოა, გვაოცებს სიუჟეტის მოულოდნელი განვითარებით, საბოლოოდ კი სევდანარევი სიამოვნების უჩვეულო განცდას გვიტოვებს.

ISBN 9789941307010
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2020

ფორმატი

13.50 X 19.50

გვერდების რაოდენობა

200

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…