ძველი ფურცლიდან
13,90 ₾
მე მინდა ჩემი მკითხველი შევაჩერო წამით მაინც. მე მინდა მას ვუთხრა:
ეს ბალახია, ეს ხე, ეს წყალი, ეს მთა, ეს ფრინველი, ეს კი ადამიანი.
და მანაც დაინახოს: ბალახი, ხე, წყალი, მთა, ფრინველი, ადამიანი.
ეს კრებული კიდევ ერთხელ შეგაჩერებთ და დაგანახვებთ არა მხოლოდ ბალახს, ხეს, წყალს, მთას, ფრინველს და ადამიანს; გაგრძნობინებთ ქვებისა და ომის ნამდვილს სუნს და ადამიანური სიკეთის ძალას, რომლითაც აღსავსეა რევაზ ინანიშვილის მთელი შემოქმედება.
მარაგში
საქართელო
დაიბადა 1926 წელს
რევაზ ინანიშვილი დაიბადა საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში. თერთმეტი წლისა ოჯახთან ერთად საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა გამომცემლობა „ნაკადულში“, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სასცენარო განყოფილებასა და მწერალთა კავშირში. 1989 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო ჟურნალი „დილას“ რედაქტორი.
კრებული პირველი მოთხრობები 1953 წელს გამოაქვეყნა. მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, გერმანულ, ბულგარულ, სომხურ და სხვა ენებზე. რევაზ ინანიშვილი 1991 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.