Image Alt

წიგნები

ძველი ოსტატები

13,90 

მთარგმნელი: მაია ფანჯიკიძე

„ძველი ოსტატები“ თომას ბერნჰარდის აპოლინური ტრილოგიის მესამე წიგნია და ფორმისა და სტრუქტურის მიხედვით აგრძელებს „ტყის ჩეხისა“ და „დაღმამავალის“ ტრადიციას.

მარაგში

არტიკული: 9789941373817 კატეგორია: ჭდე:

ავსტრია

თომას ბერნჰარდი

1931 - 1989

თომას ბერნჰარდი, პოსტმოდერნისტული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა, 1931 წელს ჰოლანდიის ქალაქ ჰერლენში დაიბადა. აქ დედამისი მოახლედ მუშაობდა. ნახევარი წლის შემდეგ ოჯახი ვენაში გადავიდა საცხოვრებლად. ბერნჰარდმა მთელი ცხოვრება სწორედ ავსტრიაში გაატარა. იყო მუსიკოსი, დრამატურგი და რომანისტი.

ბერნარდი პატარა ასაკიდანვე ებრძოდა სხვადასხვა დაავადებას, მათ შორის - ჭლექს, მკურნალობდა სანატორიუმებში. ამ ყველაფერმა მის პიროვნებაზე დიდი გავლენა მოახდინა. იგი ჩაკეტილი და ასოციალური ადამიანი იყო, იშვიათად ჩნდებოდა საზოგადოებაში.

ბერნჰარდის უნიკალურმა პიროვნებამ და ხელოვნების სხვადასხვა დარგში განსწავლულობამ მის პროზას ინდივიდუალური და განუმეორებელი სტილი შესძინა, რაც კარგად აისახა რომანებში: „შესწორება“, „დამარცხებული“ და „ტყის ჩეხა“.

სიცოცხლეში ბერნჰარდს ავსტრიის ფარგლებს გარეთ უფრო აფასებდნენ, ვიდრე ქვეყანაში, გამომდინარე იქიდან, რომ მისი ნაწარმოებები და სტატიები არსებული რეალობის მიმართ კრიტიკული იყო.

აღწერა

მთარგმნელი: მაია ფანჯიკიძე

82 წლის მუსიკათმცოდნე რეგერი ოცდაათ წელიწადზე მეტია დღეგამოშვებით დადის ვენის ხელოვნების ისტორიის მუზეუმში.
ის საათობით სწავლობს ძველი ოსტატების შედევრებად მიჩნეულ ნამუშევრებს, რომ მათში შეცდომა აღმოაჩინოს.

არცერთი მათგანი და საერთოდ, ხელოვნების არცერთი უდიდესი წარმომადგენელი არ არის სრულყოფილი;
არც ხელოვნება, მუსიკა თუ ლიტერატურაა ყველაფერზე ამაღლებული და არაფერია იმ ერთადერთ ადამიანთან შედარებით, რომელიც ცხოვრებაში ყველაზე მეტად გვყვარებია.

„ძველი ოსტატები“ თომას ბერნჰარდის აპოლინური ტრილოგიის მესამე წიგნია და ფორმისა და სტრუქტურის მიხედვით აგრძელებს „ტყის ჩეხისა“ და „დაღმამავალის“ ტრადიციას.

ხელოვნების სამი სფერო – თეატრი, მუსიკა და მხატვრობა ქმნის თითოეული რომანის პროტაგონისტის სულიერ სამყაროს, რომელშიც ის მოძრაობს და შინაგანი მონოლოგის საშუალებით გადმოგვცემს თავის ნააზრევს ხელოვნების დანიშნულებისა და მნიშვნელობის შესახებ.

ISBN 9789941373817
ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2023

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

211

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.