Image Alt

წიგნები

ძმები ლომგულები

10,90 

ძმები ლომგულები ჯონათან და კარლ ლეიონები არიან. 10 წლის კარლი ლოგინს არის მიჯაჭვული, 13 წლის ჯონათანი კი ზღაპრული პრინცივით ლამაზი და კეთილია. ძმები შვედეთის ერთი პატარა ქალაქიდან ზღაპრულ მხარეში, ნანგიალაში აღმოჩნდებიან, სადაც საოცარი თავგადასავალი გადახდებათ თავს.

არ არის მარაგში

შვედეთი

ასტრიდ ლინდგრენი

1907 - 2002 ასტრიდ ლინდგრენი მილიონობით ბავშვის უსაყვარლესი მწერალია. მთელ მსოფლიოში მას საუკეთესო საბავშვო მწერლად მიიჩნევენ. ​ასტრიდ ლინდგრენის წიგნების შთაგონება თავად ავტორის ბავშვობის წლებია. ლინდგრენი შვედეთში, ვიმერბის ფერმაში დაიბადა და ისეთივე ლაღი, მხიარული ბავშვობა ჰქონდა, როგორც მისი წიგნების გმირებს. 2019 წელს „სულაკაურის გამომცემლობამ“ ლინდგრენის ყველაზე ცნობილი წიგნები „პეპი გრძელწინდა“ და „სახურავის ბინადარი კარლსონი“ პირველად თარგმნა შვედური ენიდან და მკითხველს განახლებული გამოცემები შესთავაზა. გამომცემლობის კატალოგში ასევე აღმოაჩენთ  ავტორის სხვა წიგნებსაც; „ყაჩაღის ასული რონია“, „ბულერბიელი ბავშვები“, „ლოტა აურზაურის ქუჩიდან“ „მაწანწალა რასმუსი“, „დეტექტივი კალე ბლუმკვისტი“ და სხვა. თითოეული მათგანი ნებისმიერი ბავშვისთვის ფასდაუდებელი საჩუქარია.

აღწერა

მთარგმნელი: თამარ ჩიქოვანი

ძმები ლომგულები ჯონათან და კარლ ლეიონები არიან. 10 წლის კარლი ლოგინს არის მიჯაჭვული, 13 წლის ჯონათანი კი ზღაპრული პრინცივით ლამაზი და კეთილია. ძმები შვედეთის ერთი პატარა ქალაქიდან ზღაპრულ მხარეში, ნანგიალაში აღმოჩნდებიან, სადაც საოცარი თავგადასავალი გადახდებათ თავს.

წაიკითხე ყველაზე მხიარული საბავშვო წიგნების.ავტორის ყველაზე გულისამაჩუყებელი წიგნი და დარწმუნდები, რომ მხოლოდ.ერთგულებას, სიმამაცესა და თავდადებას.შეუძლია ბოროტების დამარცხება.

ISBN 9789941301421
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2020

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

250

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.