Image Alt

წიგნები

დონ კიხოტე

9,90 

ესპანეთის მიწაზე, ლამანჩის ერთ სოფელში აზნაური, სახელად დონ ალონსო კიხანო ცხოვრობდა. მას ამქვეყნად არაფერი აინტერესებდა, სარაინდო წიგნებისა და მათში აღწერილი თავბრუდამხვევი თავგადასავლების გარდა, ბოლოს კი  ამ გატაცებამ იქამდე მიიყვანა, რომ თავადაც გადაწყვიტა, მოხეტიალე რაინდი გამხდარიყო.

მარაგში

აღწერა

მთარგმნელი: დათო ტურაშვილი

ესპანეთის მიწაზე, ლამანჩის ერთ სოფელში აზნაური, სახელად დონ ალონსო კიხანო ცხოვრობდა. მას ამქვეყნად არაფერი აინტერესებდა, სარაინდო წიგნებისა და მათში აღწერილი თავბრუდამხვევი თავგადასავლების გარდა, ბოლოს კი ამ გატაცებამ იქამდე მიიყვანა, რომ თავადაც გადაწყვიტა, მოხეტიალე რაინდი გამხდარიყო.

ასე იწყება მსოფლიოში ცნობილი და ერთ-ერთი ყველაზე საოცარი ლიტერატურული გმირის, დონ კიხოტე ლამანჩელის თავგადასავალი, რომელიც მსოფლიოს ესპანელმა მწერალმა მიგელ დე სერვანტესმა გააცნო დაახლოებით 400 წლის წინ.

დონ კიხოტესა და მისი საჭურველთმტვირთველის, სანჩო პანსას ხალისიან, ამავდროულად სევდიან თავგადასავალს დღემდე სიამოვნებით კითხულობენ დიდებიც და პატარებიც. მცირეწლოვანი მკითხველისთვის ამ დიადი ისტორიის მოკლედ მოთხრობა ქართველმა მწერალმა, დათო ტურაშვილმა ითავა. იგი ცდილობს, შეინარჩუნოს ავტორისეული თხრობის მანერა, მისი ერთდროულად ირონიანარევი და თბილი დამოკიდებულება პერსონაჟების მიმართ, მაკა ჯებირაშვილის ილუსტრაციები კი აძლიერებს ნაწარმოების განსაკუთრებულ მაგიას, რომელიც ნებისმიერი ასაკის მკითხველს ყველაზე ცნობილ მოხეტიალე რაინდთან ერთად დაუვიწყარ მოგზაურობას ჰპირდება.

ISBN 9789941306945
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2020

ფორმატი

14.50 X 20.00

გვერდების რაოდენობა

96

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…

  • სხვადასხვა ავტორი
    რობინ ჰუდი
    6,90