Image Alt

წიგნები

დოგმენი: ორი კატის ამბავი

14,90 

მთარგმნელი: ნინო გოგალაძე

ყველა გიჟდება დოგმენზე!

მსოფლიოში ცნობილი გამომძიებელი ნახევრად ძაღლი, ნახევრად ადამიანი, დოგმენი ნამდვილი გმირია!

 

 

მარაგში

არტიკული: 9789941371554 კატეგორია: ჭდე: , , ,

დეივ პილკი



დეივ პილკი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკელი კარიკატურისტი, საბავშვო მწერალი და ილუსტრატორია, რომლის იუმორითა და თავგადასავლებით სავსე კომიქსებს მთელ მსოფლიოში გატაცებით კითხულობენ.

დეივს ბავშვობაში ADHD (ჰიპერაქტიურობის) სინდრომი, დისლექსია და ქცევის პრობლემები ჰქონდა. მისი უსაქციელობით შეწუხებული მასწავლებლები ყოველდღე აგდებდნენ კლასიდან. კიდევ კარგი, დეივს ხატვა და ამბების გამოგონება უყვარდა; ამიტომაც დერეფანში დროს უქმად არ კარგავდა და საკუთარ კომიქსებს ქმნიდა. ეს დოგმენისა და კაპიტანი ტრიკოს პირველი თავგადასავლები იყო.

დეივ პილკის კომიქსების არასტანდარტული სტილი ძალიან მოსწონთ თავისუფლებისმოყვარე, შემოქმედებით ბავშვებს. მისი ნახევრად ავტობიოგრაფიულ, სახალისო ამბებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მეგობრობასა და ტოლერანტობას. ეს ამბები, რასაკვირველია, ყოველთვის სიკეთის გამარჯვებით სრულდება.

აღწერა

დოგმენი: ორი კატის ამბავი დეივ პილკის ერთ-ერთი ბესტსელერია.

მისი კომიქსები ნებისმიერი ასაკის მკითხველს ხიბლავს და აფიქრებს სიკეთეზე, თავდადებასა და საქმისადმი ერთგულებაზე.

ყველა გიჟდება დოგმენზე!

მსოფლიოში ცნობილი გამომძიებელი ნახევრად ძაღლი, ნახევრად ადამიანი, დოგმენი ნამდვილი გმირია!

ISBN 9789941371554
ყდის ტიპი

მაგარი ყდა

გამოცემის წელი

2023

ფორმატი

13.336 X 20.955

გვერდების რაოდენობა

256

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.