Image Alt

წიგნები

დიდედას სახელობის გზა (წიგნი V)

8,90 

მთარგმნელი: მანანა მათიაშვილი

ალბათ გაინტერესებთ, რას ნიშნავს „დიდედას სახელობის გზა“, მაგრამ ამას ჯერ არ გეტყვით, თვითონვე გაარკვევთ წიგნის ბოლოს. მხოლოდ იცოდეთ, ახლავე არ ჩაიჭყიტოთ ბოლო გვერდზე, გულდასმით წაიკითხეთ მთელი წიგნი, თუ გსურთ, რვა ბავშვთან ერთად მოიაროთ ტყე და მათი თავგადასავლები გაიზიაროთ.

მარაგში

ნორვეგია

ანე-კატარინე ვესტლი

1920 - 2008

ანე-კატარინე ვესტლი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნორვეგიელი საბავშვო მწერალია. იგი 49 წიგნის ავტორია და ბევრი მათგანი დღეს საბავშვო კლასიკად ითვლება. ქართველი პატარა მკითხველების ერთ-ერთი საყვარელი სერია, რომელიც დიდი ოჯახის სახალისო ამბებს მოგვითხრობს, სრული სახით პირველად „სულაკაურის გამომცემლობამ“ გამოსცა. „დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა“ შვიდ ნაწილიანი სერიის პირველი წიგნია.

2019 წელს, ნორვეგიული ენიდან ითარგმნა ვესტლის კიდევ ერთი არანაკლებ ცნობილი ნაწარმოები, რომელიც ბევრს ბავშვობიდან ახსოვს; „ავრორა Z კორპუსიდან“, გოგონა ავრორას, მისი მზრუნველი მამისა და პატარა ძამიკოს ამბებს მოგვითხრობს.

აღწერა

ალბათ გაინტერესებთ, რას ნიშნავს „დიდედას სახელობის გზა“, მაგრამ ამას ჯერ არ გეტყვით, თვითონვე გაარკვევთ წიგნის ბოლოს. მხოლოდ იცოდეთ, ახლავე არ ჩაიჭყიტოთ ბოლო გვერდზე, გულდასმით წაიკითხეთ მთელი წიგნი, თუ გსურთ, რვა ბავშვთან ერთად მოიაროთ ტყე და მათი თავგადასავლები გაიზიაროთ.

ბავშვებმა მორიგეობა დააწესეს და ვარდოს ყოველდღე ორ-ორი ბავშვი მიჰყვება ტყეში მწყემსად, მაგრამ ყოველ მორიგეობაზე „მწყემსები“ უცნაურ ამბებში ეხვევიან. იმასაც ნახავთ, მორტენი მარტოდმარტო როგორ დაუხვდება წინ ვეება ბულდოზერს. წრიპას დაბადების დღეზეც მოხვდებით და იქ შეიტყობთ, თუ რას ნიშნავს „დიდედას სახელობის გზა“, თუმცა ჯერ ნურავის გაუმჟღავნებთ ამ საიდუმლოს!

ISBN 9789941370625
ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2022

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

135

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…