Image Alt

წიგნები

დეტექტივი კალე ბლუმკვისტი

8,90 

13 წლის კალე ბლუმკვისტი მოწოდებით დეტექტივია.

ის შვედეთის ერთი პატარა, ერთფეროვანი და მოსაწყენი ქალაქის მკვიდრია, რომელსაც სულ ორი ქუჩა და ერთი პატარა მოედანი აქვს. კალეს და მისი მეგობრების ნამდვილი თავგადასავალი მაშინ იწყება, როცა ქალაქს ძია ეინარი ეწვევა. დეტექტივ კალე ბლუმკვისტის მახვილი თვალი უმალვე ამჩნევს ძია ეინარის ავ ზრახვებსა და საეჭვო ქცევას, მაგრამ პატარა ბიჭს ვინ დაუჯერებს?! ამიტომაც კალე ფარულ გამოძიებას იწყებს.

მიჰყევი ძიების კვალს და ნახავ, როგორ ამხელს საშიშ დამნაშავეს 13 წლის დეტექტივი.

მთარგმნელი: მედეა მთვრალაშვილი

 

 

არ არის მარაგში

შვედეთი

ასტრიდ ლინდგრენი

1907 - 2002 ასტრიდ ლინდგრენი მილიონობით ბავშვის უსაყვარლესი მწერალია. მთელ მსოფლიოში მას საუკეთესო საბავშვო მწერლად მიიჩნევენ. ​ასტრიდ ლინდგრენის წიგნების შთაგონება თავად ავტორის ბავშვობის წლებია. ლინდგრენი შვედეთში, ვიმერბის ფერმაში დაიბადა და ისეთივე ლაღი, მხიარული ბავშვობა ჰქონდა, როგორც მისი წიგნების გმირებს. 2019 წელს „სულაკაურის გამომცემლობამ“ ლინდგრენის ყველაზე ცნობილი წიგნები „პეპი გრძელწინდა“ და „სახურავის ბინადარი კარლსონი“ პირველად თარგმნა შვედური ენიდან და მკითხველს განახლებული გამოცემები შესთავაზა. გამომცემლობის კატალოგში ასევე აღმოაჩენთ  ავტორის სხვა წიგნებსაც; „ყაჩაღის ასული რონია“, „ბულერბიელი ბავშვები“, „ლოტა აურზაურის ქუჩიდან“ „მაწანწალა რასმუსი“, „დეტექტივი კალე ბლუმკვისტი“ და სხვა. თითოეული მათგანი ნებისმიერი ბავშვისთვის ფასდაუდებელი საჩუქარია.

აღწერა

13 წლის კალე ბლუმკვისტი მოწოდებით დეტექტივია.

ის შვედეთის ერთი პატარა, ერთფეროვანი და მოსაწყენი ქალაქის მკვიდრია, რომელსაც სულ ორი ქუჩა და ერთი პატარა მოედანი აქვს. კალეს და მისი მეგობრების ნამდვილი თავგადასავალი მაშინ იწყება, როცა ქალაქს ძია ეინარი ეწვევა. დეტექტივ კალე ბლუმკვისტის მახვილი თვალი უმალვე ამჩნევს ძია ეინარის ავ ზრახვებსა და საეჭვო ქცევას, მაგრამ პატარა ბიჭს ვინ დაუჯერებს?! ამიტომაც კალე ფარულ გამოძიებას იწყებს.

მიჰყევი ძიების კვალს და ნახავ, როგორ ამხელს საშიშ დამნაშავეს 13 წლის დეტექტივი.

მოსწავლის ბიბლიოთეკა ხუთ ასაკობრივ კატეგორიად იყოფა. თითოეულ კატეგორიაში თავმოყრილია შესაბამისი სირთულის ტექსტები. სერიაში შესული არცერთი ნაწარმოები არ არის შემოკლებული.

ISBN 9789941309618
ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2022

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

156

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.