Image Alt

წიგნები

დამოუკიდებელი საქართველო ვარდების რევოლუციამდე

19,90 

ზურაბ ჭიაბერაშვილის წერილები არის ნიმუში, როგორ გაუსწორო თვალი და აღწერო პრობლემა ისე, რომ მისი გადაჭრის შესაძლებლობა დაინახო და თან ქმედითად გაბრაზდე მათზე, ვინც ამ პრობლემას ქმნის. არავითარი ნართაულები და მრავალწერტილები: თავისი მოურიდებელი, ცხადი და ღრმა წერით ავტორი ქმნის ახალ ქართულ პოლიტიკურ პუბლიცისტიკას, რომელიც მხოლოდ თავისუფალ და თავისუფლების მოსურნე ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს. კრებული სანდო წყაროა ჩვენი აღდგენილი დამოუკიდებლობის ისტორიის გასააზრებლად და არავის დაანებებს ამ ისტორიის დავიწყებას.

დავით პაიჭაძე

მხოლოდ 12 ცალია მარაგში

არტიკული: 9789941308659 კატეგორია: ჭდე: , ,

ზურაბ ჭიაბერაშვილი

დაიბადა 1972 წელს

ზურაბ ჭიაბერაშვილი ქართველი პოლიტიკოსი, დიპლომატი და პუბლიცისტია. მან 1994 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიის ფაკულტეტი, ხოლო 1997 წელს - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტურა.

1993-1997 წლებში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე გაზეთ „რეზონანსში“. მოგვიანებით, 1997-1998 წლებში იყო საერთაშორისო საზოგადოება „სამართლიანი არჩევნების“ პრეს-მდივანი; 1998-2002 წლებში ფილოსოფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი იყო. 2002-2003 წლების გაზაფხულის სემესტრში მიიწვიეს მკვლევრად ნიუ-იორკის ახალი სკოლის უნივერსიტეტში.

2004-2005 წლებში ზურაბ ჭიაბერაშვილი თბილისის მერის თანამდებობას იკავებდა. 2014 წლიდან დღემდე არის ილიას უნივერსიტეტის პროფესორი. 2018 წელს გამოიცა მის მიერ თარგმნილი ჯონ როლზის „პოლიტიკური ლიბერალიზმი“.

ჭიაბერაშვილის წერილების კრებული „დამოუკიდებელი საქართველო ვარდების რევოლუციამდე“ სულაკაურის გამომცემლობამ 2021 წელს გამოსცა და ის საუკეთესო მეგზურია 90-იან წლებში.

აღწერა

ზურაბ ჭიაბერაშვილის წერილები არის ნიმუში, როგორ გაუსწორო თვალი და აღწერო პრობლემა ისე, რომ მისი გადაჭრის შესაძლებლობა დაინახო და თან ქმედითად გაბრაზდე მათზე, ვინც ამ პრობლემას ქმნის. არავითარი ნართაულები და მრავალწერტილები: თავისი მოურიდებელი, ცხადი და ღრმა წერით ავტორი ქმნის ახალ ქართულ პოლიტიკურ პუბლიცისტიკას, რომელიც მხოლოდ თავისუფალ და თავისუფლების მოსურნე ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს. კრებული სანდო წყაროა ჩვენი აღდგენილი დამოუკიდებლობის ისტორიის გასააზრებლად და არავის დაანებებს ამ ისტორიის დავიწყებას.

დავით პაიჭაძე

 

ეს წიგნი საუკეთესო მეგზურია 90-იანი წლების ჯოჯოხეთში, სადაც, ავტორს რომ დავესესხოთ, საზოგადოებას დაკარგული ჰქონდა ნდობა  საკუთარი მთავრობის, საკუთარი სახელმწიფოს, საკუთარი ქვეყნის და, რაც მთავარია, საკუთარი თავის მიმართაც. რა იყო 2003 წლის 23 ნოემბრამდე, როგორ მოხდა ის, რაც მერე მთელმა მსოფლიომ ნახა და საიდანაც დაიწყო ახალი პოლიტიკური საუკუნე საქართველოში? როგორ დააღწია თავი საქართველომ ამ ჯოჯოხეთს, XXI საუკუნეში გადმოყოლილ ამ ბნელ 90-იან წლებს? სწორედ ამის შესახებ მოუთხრობს მკითხველს ზურაბ ჭიაბერაშვილის „დამოუკიდებელი საქართველო ვარდების რევოლუციამდე.“

ჯიმშერ რეხვიაშვილი

 

ზურაბ ჭიაბერაშვილის პუბლიცისტიკა გამაოგნებელ პარალელებს გვაჩვენებს. ავტორი ერთდროულად წარსულზეც გვიყვება და დღევანდელობზეც. კითხულობ ამ წერილებს და რწმუნდები, რომ მძიმე და ტკივილიანი გარდასული დღეები მუდმივად რჩება შენს აწმყოდ, თუ თავისუფლებისთვის ბრძოლაში მოდუნდები. თქვენ წინაშეა ისტორია მოთხრობილი პუბლიცისტიკით – ნამდვილი პუბლიცისტიკით, რომელიც არ ძველდება. წიგნი გვიყვება პოლიტიკაზე, საზოგადოებასა და თავისუფალ სიტყვაზე, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად იბადებოდა და იზრდებოდა.

ვახო სანაია

ISBN 9789941308659
ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2021

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

558

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…

  • ნიკოლოზ რურუა
    თავისუფლების კანონი
    19,90 
  • სალომე აფხაზიშვილი
    სოციალური სიცილი
    50,90 
  • ბიძინა მაყაშვილი
    ბლუზი მტკვრის პირას
    14,90