Image Alt

წიგნები

ჩვენ ორნი

19,90 

მთარგმნელი: ნინო ილაშვილი

„ჩვენ ორნი“ ზღარბისა და კურდღლის უანგარო მეგობრობაზე გვიამბობს. მათი მეგობრობა კაკაოსავით თბილი, თაფლივით ტკბილი და ცასავით უსაზღვროა.

მარაგში

არტიკული: 9789941372094 კატეგორია: ჭდე:

აღწერა

„ჩვენ ორნი“ ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული კრებულია. ის ხუთ სახალისო ამბავს აერთიანებს.

წიგნი ზღარბისა და კურდღლის უანგარო მეგობრობის მაგალითზე, პატარებს მეგობრობას ასწავლის.

კურდღელი და ზღარბი სულ არ ჰგვანან ერთმანეთს. კურდღელს ფაფუკი ბეწვი აქვს, ზღარბი კი ქაცვიაა. ზღარბი ზამთარში იძინებს, კურდღელი კი არა…
თუმცა, ერთ დღეს, როცა მდელოზე შემთხვევით შეხვდებიან, მაშინვე გადაწყვეტენ, რომ მათ მეგობრობას ხელს ვერაფერი შეუშლის.
მართლაც, კურდღელი და ზღარბი საუკეთესო მეგობრები ხდებიან. მათი მეგობრობა კაკაოსავით თბილი, თაფლივით ტკბილი და ცასავით უსაზღვროა.

ISBN 9789941372094
ყდის ტიპი

მაგარი

გამოცემის წელი

2023

ფორმატი

167 X 213

გვერდების რაოდენობა

136

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.