Image Alt

წიგნები

ჩემი სიმღერა

20,90 

„ჩემი სიმღერა“ რომანსია, რომან-სიმღერა, სადაც იბადება მუსიკა, რომელიც ანიჭებს აზრს ჩვენ სიცოცხლეს, და განსაკუთრებით – სიკვდილს.

მარაგში

არტიკული: 9789941371981 კატეგორია: ჭდე: , , ,

საქართველო

ზაზა ბურჭულაძე

დაიბადა 1973 წელს

ზაზა ბურჭულაძემ დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის მონუმენტურ-დეკორატიული მოხატვის ფაკულტეტი.

მისი მოთხრობები 1998 წლიდან იბეჭდებოდა ქართულსალიტერატურო პერიოდიკაში: არილი, ანაბეჭდი, ცხელი შოკოლადი, ტაბულა. იყო რადიო თავისუფლების საავტორო ბლოგის ავტორი. თარგმნილი აქვს დოსტოევსკის, ხარმსისა და სოროკინის პროზა.

2011 წელს მიიღო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული პრემია რომანისთვის გასაბერი ანგელოზი.

ამჟამად ცხოვრობს ბერლინში, გერმანიაში. ითვლება თანამედროვე ლიტერატურის პოსტმოდერნისტ მწერლად, რომელიც შეულამაზებლად, შავი იუმორის ელემენტებით გაჯერებულ ნაწარმოებებს ქმნის. მისი რომანები დიდი პოპულარობით სარგებლობს საქართველოს საზღვრებს გარეთაც და თარგმნილია მრავალ ენაზე.

განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მისი რომანები ტურისტის საუზმე, adibas, გასაბერი ანგელოზი.

აღწერა

„ჩემი სიმღერა“ რომანსია, რომან-სიმღერა, სადაც იბადება მუსიკა, რომელიც ანიჭებს აზრს ჩვენს სიცოცხლეს, და განსაკუთრებით – სიკვდილს.

ზაზა ბურჭულაძის წიგნი სავსეა მზითა და მუსიკით, საიდანაც ლურსმნებივით გამოჩრილან ნოტები. ღმერთო, დალოცე ბავშვი, ღია კარში რომ დგას წყლის პისტოლეტით, რათა შეგვიძღვეს იქ, სადაც ფეთქავს მუსიკის გული, რომ ჩვენც დავესწროთ სასწაულს, რომელიც უკვე მოხდა მომავალში.

„ჩემი სიმღერა“ არ არის წიგნი მუსიკაზე. ესაა წიგნი-მუსიკა, რომლის კითხვაც მასშტაბური სიმფონიის მოსმენას ჰგავს, ვოკალური პარტიებით.

ISBN 9789941371981
ყდის ტიპი

მაგარი

გამოცემის წელი

2023

ფორმატი

13 X 19.5

გვერდების რაოდენობა

204

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…