ჩემი ბავშვობის უცხო მუზეუმში
11,90 ₾
ლადო კილასონიას ესეების კრებულში შეხვდებით ნაცნობსა და უცნობ გმირებს რეალური ცხოვრებიდან თუ ლიტერატურული სამყაროდან; პერსონაჟებს, რომლებმაც შეცვალეს ან შექმნეს ისტორია.
რაგბი, ლიტერატურა, თავზეხელაღებულობა და ფათერაკები– სწორედ ეს აერთიანებს წიგნის პერსონაჟებს: რიჩი მაქქოუსა და ართურ კონან დოილს, მეფე ერეკლესა და რევაზ ინანიშვილს, ისააკ ბაბელსა და უილიამ საროიანს, დათია ბადალაშვილსა და არჩილ ქიქოძეს, ზაირა არსენიშვილსა და აკა მორჩილაძეს.
მარაგში
საქართველო
დაიბადა 1985 წელს
2006 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სწავლა განაგრძო სამხრეთ აფრიკაში, დურბანში, რაგბის კლუბ Sharks-ის სარაგბო აკადემიაში. ამჟამად არის საქართველოს 20 წლამდელ მორაგბეთა ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი.
ლიტერატურული საქმიანობა 23 წლის ასაკში დაიწყო. მისი ნაწარმოებები და სტატიები რეგულარულად იბეჭდება ქართულ ლიტერატურულ ჟურნალებსა და გაზეთებში. არის რამდენიმე რომანისა და პროზაული კრებულის ავტორი. სულ ცოტა ხნის წინ კი ჩვენმა გამომცემლობამ გამოსცა მისი ესეების კრებული ჩემი ბავშვობის უცხო მუზეუმში.
ლადო კილასონია „საბას“ ხუთგზის ფინალისტია.
არის კონკურსების: „ერთი მოთხრობის“, „ლიტბუნიობის“, „გურამ რჩეულიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსის“ გამარჯვებული და ჟურნალ „ჩვენი მწერლობის“ ლიტერატურული პრემიის მფლობელი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.