Image Alt

წიგნები

ბულერბიელი ბავშვები

10,90 

მთარგმნელი: ჯენეტ ბაჯელიძე

შვედეთის პატარა სოფელ ბულერბიში სულ სამი სახლი დგას: ერთში 7 წლის ლიზა ცხოვრობს თავის უფროს ძმებთან, ლასესა და ბოსესთან ერთად, მეორე სახლში ორი გოგონა – ბრიტა და ანა, მესამეში კი – ბიჭუნა ულე. ეს ბავშვები მეგობრები არიან – სულ ერთად თამაშობენ, სკოლაში დადიან, მშობლებს ეხმარებიან…

არ არის მარაგში

შვედეთი

ასტრიდ ლინდგრენი

1907 - 2002 ასტრიდ ლინდგრენი მილიონობით ბავშვის უსაყვარლესი მწერალია. მთელ მსოფლიოში მას საუკეთესო საბავშვო მწერლად მიიჩნევენ. ​ასტრიდ ლინდგრენის წიგნების შთაგონება თავად ავტორის ბავშვობის წლებია. ლინდგრენი შვედეთში, ვიმერბის ფერმაში დაიბადა და ისეთივე ლაღი, მხიარული ბავშვობა ჰქონდა, როგორც მისი წიგნების გმირებს. 2019 წელს „სულაკაურის გამომცემლობამ“ ლინდგრენის ყველაზე ცნობილი წიგნები „პეპი გრძელწინდა“ და „სახურავის ბინადარი კარლსონი“ პირველად თარგმნა შვედური ენიდან და მკითხველს განახლებული გამოცემები შესთავაზა. გამომცემლობის კატალოგში ასევე აღმოაჩენთ  ავტორის სხვა წიგნებსაც; „ყაჩაღის ასული რონია“, „ბულერბიელი ბავშვები“, „ლოტა აურზაურის ქუჩიდან“ „მაწანწალა რასმუსი“, „დეტექტივი კალე ბლუმკვისტი“ და სხვა. თითოეული მათგანი ნებისმიერი ბავშვისთვის ფასდაუდებელი საჩუქარია.

აღწერა

შვედეთის პატარა სოფელ ბულერბიში სულ სამი სახლი დგას: ერთში 7 წლის ლიზა ცხოვრობს თავის უფროს ძმებთან, ლასესა და ბოსესთან ერთად, მეორე სახლში ორი გოგონა – ბრიტა და ანა, მესამეში კი – ბიჭუნა ულე. ეს ბავშვები მეგობრები არიან – სულ ერთად თამაშობენ, სკოლაში დადიან, მშობლებს ეხმარებიან…

წაიკითხეთ ამ ექვსი არაჩვეულებრივი ბავშვის ყოველდღიური ამბები და იხალისეთ მათთან ერთად.

ISBN 9789941309786
ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2022

ფორმატი

10.40 X 16.23

გვერდების რაოდენობა

272

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.