Image Alt

წიგნები

ბნელი ხეივნები

22,90 

მთარგმნელი: მიხეილ ანთაძე

1870 წელს ვორონეჟში დაბადებული ივან ბუნინის საფლავი პარიზშია, სადაც გასაბჭოების შემდგომ, თეთრი ემიგრაციის ტალღას გაჰყვა და გარდაცვალებამდე ცხოვრობდა.

ის პირველი რუსი მწერალია, რომელმაც ლიტერატურაში ნობელის პრემია დაიმსახურა, პრემიის გამცემი შვედეთის აკადემიის მოტივაცია კი ასე იყო  ფორმულირებული: „იმ მტკიცე ოსტატობისთვის, რომლითაც კლასიკური რუსული პროზის ტრადიციას აგრძელებს“.

„ბნელი ხეივნები“ ემიგრაციაში, 1937-1944 წლებში დაწერილი მოთხრობების კრებულია. ყველა მოთხრობა ერთი იდეის – სიყვარულის გარშემო ერთიანდება, თუმცა რასაც მაშინ სიყვარულს უწოდებდნენ, თანამედროვე ენაზე მრავალნაირად ითარგმნება: ვნება, ღალატი, ტყუილი, ძალადობა…

თავად ბუნინი ამ კრებულს თავისი შემოქმედების მწვერვალად მიიჩნევდა და, შეიძლება არც თუ ტყუილად, რადგან ქრონოლოგიურად დალაგებული მოთხრობები მისი არა მხოლოდ როგორც ავტორის, არამედ ადამიანის, კაცის ზრდის დინამიკასაც მიჰყვება: თუ თავიდან ახალგაზრდობის დროინდელ თავგადასავლებს გვიყვება და მომხდარს ასაკსა და გამოუცდელობას მიაწერს, კრებულის ბოლო ნაწილში აღსარება, პატიების თხოვნა და სასჯელის მოლოდინი ისმის.

მარაგში

არტიკული: 9789941308437 კატეგორია: ჭდე:
ISBN 9789941308437
ყდის ტიპი

მაგარი

გამოცემის წელი

2024

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

295

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.