Image Alt

წიგნები

ბალანდა

13,90 

კოკა ქამუშაძის სადებიუტო რომანი „ბალა(ნ)და“ თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დახურული სისტემის – ციხის – კარს გვიღებს. მთავარი გმირი არაფრით გამორჩეული თბილისელი ბიჭი ლევან კაკაბაძეა, რომელიც სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდება ამ ბნელ, მისთვის უცხო და საშიშროებით მოცულ გარემოში და თანდათან გაიგებს, როგორია 15 კაცთან ერთად პატარა ოთახში ცხოვრება და იქ შინაგანი თავისუფლების პოვნა; მკითხველი კი მიხვდება, რომ ყველაფერი, რაც ციხის ცხოვრებაზე გაუგია, არაფერია იმასთან შედარებით, რაც იქ რეალურად ხდება. ეს სამყარო ბევრად უფრო საზარელია, ვიდრე მისი აღქმა ჩვენს წარმოსახვას შეუძლია.

მარაგში

კოკა ქამუშაძე



კოკა ქამუშაძე დაიბადა 1982 წელს ქალაქ თბილისში. დამთავრებული აქვს ESM თბილისი, ბიზნესადმინისტრირების მიმართულებით. მუშაობდა თიბისი ბანკში სხვადასხვა  თანამდებობაზე. ამჟამად კრეატიული სააგენტო "ფლეიმეიქერსის" მმართველი პარტნიორია. 

ავტორის თქმით, წერის მიმართ მიდრეკილებას სულ გრძნობდა, მაგრამ რადგან სკოლაში, სხვა საგნებისგან განსხვავებით, ქართულ წერაში მუდმივად დაბალ ნიშნებს იღებდა, ეგონა, რომ წერა მისი საქმე არ იყო. პროფესიულმა საქმიანობამ და ცხოვრების  გზაზე გადახდენილმა ამბებმა საბოლოოდ მაინც გადააწყვეტინა წერის დაწყება.

„ბალა(ნ)და“ ავტორის სადებიუტო ნაწარმოებია.

აღწერა

კოკა ქამუშაძის სადებიუტო რომანი „ბალა(ნ)და“ თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დახურული სისტემის – ციხის – კარს გვიღებს. მთავარი გმირი არაფრით გამორჩეული თბილისელი ბიჭი ლევან კაკაბაძეა, რომელიც სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდება ამ ბნელ, მისთვის უცხო და საშიშროებით მოცულ გარემოში და თანდათან გაიგებს, როგორია 15 კაცთან ერთად პატარა ოთახში ცხოვრება და იქ შინაგანი თავისუფლების პოვნა; მკითხველი კი მიხვდება, რომ ყველაფერი, რაც ციხის ცხოვრებაზე გაუგია, არაფერია იმასთან შედარებით, რაც იქ რეალურად ხდება. ეს სამყარო ბევრად უფრო საზარელია, ვიდრე მისი აღქმა ჩვენს წარმოსახვას შეუძლია.

ავტორი მსუბუქად, იუმორით გვიყვება ძნელი ადამიანური ამბების შესახებ და მიუხედავად ამ ისტორიების სიმძიმისა, იმედის ნაპერწკალს არასდროს კარგავს.

კოკა ქამუშაძე განათლებით ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტია და ამჟამად „თიბისი ჯგუფში“ მუშაობს. ამავდროულად, კითხულობს ლექციებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მარკეტინგის მიმართულებით.

ISBN 9789941308567
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2021

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

272

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.