Image Alt

წიგნები

ანტიქრისტა

(1 მომხმარებლის მიმოხილვა)

5,00 

ამელი ნოტომი 1967 წელს იაპონიაში დაიბადა. მამის დიპლომატობის გამო, მას ჩინეთში, აშშ-ში, ლაოსში, ბირმასა და ბანგლადეშში მოუწია ცხოვრება, რამაც დიდი გავლენა იქონია ნოტომის შემოქმედებაზე.

„ანტიქრისტა“ თექვსმეტი წლის მოზარდების ურთიერთობის სირთულეებს ეხება. პირველივე სტრიქონიდან ვეცნობით მორცხვსა და მარტოსულ ბლანშს, რომლისთვისაც ყველაზე დიდი ბედნიერება საკუთარ ოთახში წიგნების კითხვაა – გოგონამ ეს თავშესაფარი იპოვა, მშობლებისა თუ თანატოლების შემფასებლურ მზერას რომ გაჰქცეოდა. რას მოუტანს ბლანშს კურსზე ყველაზე მომხიბლავ, ლამაზ, სიცოცხლითა და ხალისით აღსავსე ქრისტასთან დამეგობრება? მეგობრისთვის დასახმარებლად გაწვდილი ხელი ბლანშისთვის ხაფანგი აღმოჩნდება და მას არჩევანის წინაშე აყენებს: დაემორჩილოს ან თავი დაიცვას ანტიქრისტად ქცეული ქრისტასგან.

მარაგში

ბელგია / საფრანგეთი

ამელი ნოტომი

დაიბადა 1967 წელს

ამელი ნოტომი დაიბადა იაპონიაში, დიპლომატი მამის შვილს მოუწია ეცხოვრა ჩინეთში, აშშ-ში, ლაოსში, ბირმასა და ბანგლადეშში. მისი ცხოვრების ამ ნაწილმა დიდი გავლენა იქონია ნოტომის შემოქმედებაზე.

სწავლობდა რომანულ ენებს ბრიუსელის თავისუფალ უნივერსიტეტში. 5 წლის შემდეგ იმედებით სავსე მიდის ტოკიოში, მაგრამ მალევე ხვდება, რომ ახალი სამსახური სულაც არ არის ის, რაზეც ახალგაზრდა ამელი ნოტომი ოცნებობდა. მისი ცხოვრების ეს ეტაპი და განცდები კარგად არის გადმოცემული რომანში „კრძალვოთა და ცახცახით“. რომანს ფრანგული აკადემიის ჯილდო აქვს მიღებული.

აღწერა

მთარგმნელი: მერაბ ფიფია

ამელი ნოტომი 1967 წელს იაპონიაში დაიბადა. მამის დიპლომატობის გამო, მას ჩინეთში, აშშ-ში, ლაოსში, ბირმასა და ბანგლადეშში მოუწია ცხოვრება, რამაც დიდი გავლენა იქონია ნოტომის შემოქმედებაზე.

„ანტიქრისტა“ თექვსმეტი წლის მოზარდების ურთიერთობის სირთულეებს ეხება. პირველივე სტრიქონიდან ვეცნობით მორცხვსა და მარტოსულ ბლანშს, რომლისთვისაც ყველაზე დიდი ბედნიერება საკუთარ ოთახში წიგნების კითხვაა – გოგონამ ეს თავშესაფარი იპოვა, მშობლებისა თუ თანატოლების შემფასებლურ მზერას რომ გაჰქცეოდა. რას მოუტანს ბლანშს კურსზე ყველაზე მომხიბლავ, ლამაზ, სიცოცხლითა და ხალისით აღსავსე ქრისტასთან დამეგობრება? მეგობრისთვის დასახმარებლად გაწვდილი ხელი ბლანშისთვის ხაფანგი აღმოჩნდება და მას არჩევანის წინაშე აყენებს: დაემორჩილოს ან თავი დაიცვას ანტიქრისტად ქცეული ქრისტასგან.

ISBN 9789941305542
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2020

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

120

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0,137 კგ
ზომები 1,5 × 13 × 19,5 სმ

1 მიმოხილვა: ანტიქრისტა

  1. თათკა

    ძალიან მომეწონა, ერთი ამოსუნთქვით წავკითხე.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.