17,90 ₾
თანამედროვე ნორვეგიელი მწერალი ვიგდის იორთი დაიბადა 1959 წელს. გაიზარდა ოსლოში. შეისწავლა ფილოსოფია, ლიტერატურა და პოლიტიკური მეცნიერებები.
„ანდერძი და მემკვიდრეობა“ მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანია, რომელმაც საერთაშორისო პოპულარობა 2022 წელს ბუკერის პრემიის გრძელ სიაში მოხვედრით მოიპოვა.
ბერგლიოტი სამი შვილის დედა და ორი შვილიშვილის ბებია, ჟურნალის რედაქტორი და წარმატებული დრამატურგია. მისი ცხოვრება მშვიდად, მდორედ მიედინება, მაგრამ – მხოლოდ ერთი შეხედვით. მას შემდეგ, რაც მისი მოხუცებული მშობლები გადაწყვეტენ, საკუთარი მემკვიდრეობა ოთხ შვილს გაუნაწილონ, ბერგლიოტი თავისდაუნებურად ჩაერთვება დავაში, რომელიც ქალს მისთვის საძულველ წარსულში ითრევს და თანდათან გაცილებით ღრმა ოჯახურ პრობლემებს ააშკარავებს, ვიდრე ეს მატერიალურ ქონებასა და საკუთრებაზე უთანხმოებაა.
ოჯახი, რომელსაც ბერგლიოტი წლების წინ ჩამოშორდა, შემზარავ საიდუმლოს მალავს. მიზეზი, რომელმაც უფროს ქალიშვილს საკუთარ ოჯახთან კავშირის გაწყვეტა აიძულა, საგულდაგულოდაა მიჩქმალული და მასზე საუბარი არავის არ სურს. მემკვიდრეობის გადანაწილების საბაბით დაწყებული დავა თანდათან ფარდას ხდის ოჯახის ტრავმას – ფაქტს, რომლის მიუღებლობამაც ბერგლიოტს ცხოვრება დაუმახინჯა და რომელმაც დიდი და პატივსაცემი ოჯახი „ნორმალური“ კალაპოტიდან ამოაგდო.
მარაგში
მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.