Image Alt

წიგნები

ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა

15,90 

ბესო სოლომანაშვილის რომანი „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა“, რომელსაც ავტორი „ალუზიურ მისტიფიკაციას“ უწოდებს, მოგვითხრობს 1921 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ, როდესაც ქვეყანამ 1918 წელს მოპოვებული დამოუკიდებლობის შენარჩუნება ვერ შეძლო და ბოლშევიკებმა აქ თავიანთი ძალაუფლება დაამყარეს.

მხოლოდ 15 ცალია მარაგში

საქართველო

ბესო სოლომანაშვილი

დაიბადა 1964 წელს

ბესო სოლომანაშვილმა უმაღლესი განათლება მიიღო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. გადაღებული აქვს რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი: ვერნისაჟი, სისხლიანი სცენარი, დეტონატორი და სრულმეტრაჟიანი ფილმი ბოსტანი კონფლიქტის ზონაში, ასევე რამდენიმე დოკუმენტური ფილმი და ბიოგრაფიული ფილმების ციკლი პირველი რესპუბლიკის შესახებ. 1996 წლიდან დღემდე მუშაობს სხვადასხვა ტელეკომპანიაში გადაცემების და მხატვრული სერიალების დამდგმელ რეჟისორად. არის პოპულარული ქართული სერიალის ჩემი ცოლის დაქალების რეჟისორი.

ბესო სოლომანაშვილი კარგად იცნობს საქართველოს ძველ და უახლეს ისტორიას, რაც მის ნაწარმოებებშიც ვლინდება. გამოცემული აქვს მოთხრობების სამი კრებული.

ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა, ანუ ამბავი ჯალათი პაპაჩემისა, დედაჩემის მამა რომ იყო; ალუზიური მისტიფიკაცია მისი პირველი რომანია (2019).

აღწერა

რომანის პერსონაჟები ძალაუფლების მოპოვებისთვის მებრძოლი, დაუნდობელი ადამიანები არიან. რევოლუციისა და მისი თანმხლები ძალადობის ფონზე ვითარდება უცნაური გოგოსა და ჯალათად ქცეული ბიჭის სევდიანი სიყვარულის ამბავი…

როგორ იქცევა ადამიანი ჯალათად? ვინ არის ის, მსხვერპლი თუ მოძალადე?!

ეს წიგნი ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვისა და ადამიანის ბედის გაუკუღმართების ტრაგიკულ ისტორიას მოგვითხრობს. ბესო სოლომანაშვილი კინო- და ტელერეჟისორია. ამავე დროს, ქართველი მკითხველი მას იცნობს, როგორც მწერალს. სხვადასხვა დროს გამოცემული აქვს სამი პროზაული კრებული. „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა“ მისი პირველი რომანია.

ISBN 9789941304859
ყდის ტიპი

მაგარი ყდა

გამოცემის წელი

2018

ფორმატი

14.50 X 21.50

გვერდების რაოდენობა

180

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0,267 კგ
ზომები 1,5 × 13 × 19,5 სმ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…