Image Alt

წიგნები

ამ რომანში ყველა კვდება

14,90 

ერთ დილას მემენტო მორი აღმოაჩენს, რომ რომანის პერსონაჟია და წიგნებში მოგზაურობის სუპერძალა აქვს. ის ცდილობს, საკუთარი უნარები მრისხანე ავტორებს დაუპირისპიროს და მათი გმირები სიკვდილისგან იხსნას.

მარაგში

საქართველო

ბექა ადამაშვილი

დაიბადა 1990 წელს

ბექა ადამაშვილმა უმაღლესი განათლება მიიღო თბილისში, კავკასიის უნივერსიტეტში, მედიასკოლის ჟურნალისტიკისა და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით. მისი მოთხრობები იბეჭდებოდა პერიოდულ გამოცემებსა და გაზეთებში. 2009-2013 წწ იყო ბლოგერი და საკუთარ ბლოგზე აქვეყნებდა სატირულ-იუმორისტულ სტატიებს, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა ახალგაზრდებს შორის. ამჟამად სარეკლამო სააგენტოს კრეატიული დირექტორია.

2013 წელს ბექა ადამაშვილი გახდა ლიტერატურულ კონკურს „შემოდგომის ლეგენდის“ გამარჯვებული, სადაც მოთხრობამ XXVIII: წერტილი პირველი ადგილი მოუტანა.

მისი პირველი რომანია ბესტსელერი (2014).

მეორე რომანმა ამ რომანში ყველა კვდება (2018) ევროკავშირის ლიტერატურული პრემია დაიმსახურა.

მისი წიგნები თარგმნილია ინგლისურ, თურქულ, გერმანულ და ბულგარულ ენებზე.

აღწერა

ერთ დილას მემენტო მორი აღმოაჩენს, რომ რომანის პერსონაჟია და წიგნებში მოგზაურობის სუპერძალა აქვს.

ის ცდილობს, საკუთარი უნარები მრისხანე ავტორებს დაუპირისპიროს და მათი გმირები სიკვდილისგან იხსნას: ხან ამაოდ არწმუნებს რომეოსა და ჯულიეტას, რომ თვითმკვლელობა გამოსავალი არ არის და მერე ამ ამბავს ტკბილად გაიხსენებენ, ხან ტუბერკულოზით დაავადებულთა ცნობილ სანატორიუმს ფარულად ამარაგებს პენიცილინით, ხანაც მორიარტის აგდებს ჩანჩქერიდან ჰოლმსის გადასარჩენად.

მაგრამ სხვა პერსონაჟებზე ზრუნვა დიდხანს არ გრძელდება, რადგან მემენტო მორი შეიტყობს, რომ მისი ავტორი საკუთარ რომანში ვიღაცის მოკვლას გადაწყვეტს. გამოსავალი კი  პერსონაჟების პოსტმოდერნიზმიდან უფრო უსაფრთხო ეპოქებში გახიზვნაა.

სწორედ ასე იწყება დიდი მოგზაურობა ცნობილ ნაწარმოებებში, რომლის განმავლობაშიც გმირებმა უნდა შეძლონ და ყოვლისშემძლე ანტაგონისტის, ავტორის მიერ დაგებულ ლიტერატურულ ხაფანგებს უვნებლად დააღწიონ თავი…

მკითხველი უკვე იცნობს ბექა ადამაშვილს მისი პირველი წიგნით “ბესტსელერი“, რომელიც საქართველოში მართლაც ბესტსელერად იქცა და ევროპის რამდენიმე ქვეყნიდანაც დაიმსახურა ყურადღება. “ამ რომანში ყველა კვდება“ ავტორის მეორე წიგნია.

ISBN 9789941301995
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2018

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

200

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0,224 კგ
ზომები 1,5 × 13 × 19,5 სმ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.