Image Alt

წიგნები

Alice’s Adventures in Wonderland

9,90 

ადაპტირებული კლასიკის სერიაში შესული წიგნები ინგლისური ენის შესწავლაში ნებისმიერ მსურველს დაეხმარება, განსაკუთრებით კი, მოსწავლეებს, რადგან სერიაში შემავალი თითოეული დასახელება სრულად შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სტანდარტებსა და უცხო ენის სწავლა-სწავლების პრიორიტეტულ მიზნებს.

არ არის მარაგში

აღწერა

Alice’s Adventures in Wonderland / ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში გამოიცა სერიით „ადაპტირებული კლასიკა ინგლისურად“

პირველი საფეხური – A1

სერიაში ადაპტირებული კლასიკა ინგლისურად შესული წიგნები ინგლისური ენის შესწავლაში ნებისმიერ მსურველს დაეხმარება, განსაკუთრებით კი, მოსწავლეებს, რადგან სერიაში შემავალი თითოეული დასახელება სრულად შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სტანდარტებსა და უცხო ენის სწავლა-სწავლების პრიორიტეტულ მიზნებს.

Alice’s Adventures in Wonderland / ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში :

ადაპტირებულია – ყველასთვის ცნობილი და საყვარელი კლასიკური ნაწარმოებები ადაპტირებულია ისე, რომ პასუხობს ინგლისური ენის, როგორც პირველი უცხოური ენის, მოთხოვნებს.

ილუსტრირებულია – დეტალური და ფერადი ილუსტრაციები ამარტივებს წიგნის შინაარსის გაგებასა და გააზრებას.

ავტორისა და კულტურის აღწერა – თითოეულ წიგნს ახლავს შესავალი ნაწილი, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია ავტორისა და ნაწარმოებში აღწერილი ამა თუ იმ კულტურის შესახებ.

აუდიომასალა – ვებგვერდზე sulakauri.edu.ge განთავსდება შესაბამისი აუდიომასალა, რომლის მოსმენაც მოსწავლეებს „ონლაინ“ შეეძლებათ. აუდიომასალის უკეთ გასააზრებლად მათ წიგნში მოცემული სავარჯიშოები დაეხმარება

მრავალფეროვანი სავარჯიშოები – პასუხობს ეროვნულ სასწავლო გეგმას და მიმართულია ლექსიკის, გრამატიკის, წაკითხულის გააზრების უნარების განვითარებისკენ; ასევე, თავს უყრის ზეპირი კომუნიკაციის წარმართვისათვის აუცილებელ რესურსებს.

  • სურათების დაკავშირება შესაბამის სიტყვებთან;
  • სიუჟეტური ილუსტრაციების დანომვრა სწორი თანამიმდევრობით;
  • ტექსტებში აბზაცების, წინადადებების დასაწყისისა და დასასრულის მოძიება და მითითება;
  • წინადადებისა თუ სიტყვის პოვნა აბზაცში;
  • ტექსტში ნაცნობი სიტყვების მოძიება ინსტრუქციის მიხედვით;
  • გამოტოვებული სიტყვის სწორად ჩასმა წინადადებაში.
    მოსასმენი სავარჯიშოები

Alice’s Adventures in Wonderland / ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში სკოლის მოსწავლეებსა და ინგლისური ენის შესწავლის მსურველებს ენის საფუძვლიანად ათვისებაში დაეხმარება.

მკითხველი გირჩევთ:

 

ადაპტირებული-კლასიკა
ადაპტირებული-კლასიკა

 

 

ISBN 9789941304910
ყდის ტიპი

რბილი ყდა

გამოცემის წელი

2019

ფორმატი

16.50 X 24.00

გვერდების რაოდენობა

64

დამატებითი ინფორმაცია

წონა 0,168 კგ
ზომები 1,5 × 16,5 × 24 სმ

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…

  • ჯეიმს მეთიუ ბარი
    Peter Pan
    9,90