Image Alt

წიგნები

ალეფი

14,90 

მთარგმნელი: დოდო ყვავილაშვილი

მოთხრობების ამ კრებულს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ახალი ლათინურ-ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებლისა და კლასიკოსის, XX საუკუნის სრულიად გამორჩეული მწერლის, ხორხე ლუის ბორხესის შემოქმედებაში

მარაგში

არტიკული: 9789941371615 კატეგორია: ჭდე: ,

ხორხე ლუის ბორხესი

არგენტინელი მწერალი ხორხე ლუის ბორხესი 1899 წელს დაიბადა ბუენოს-აირესში. მას ახალი ლათინოამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთ დამაარსებელს უწოდებენ. მკითხველებისა და კრიტიკოსების დიდი ნაწილი კი ბორხესს უნივერსალურ მწერლად მიიჩნევს.

ბორხესმა მოთხრობებისა და ნოველების წერა 1930-იან წლებში დაიწყო და როგორც პროზაიკოსმა, მალევე გაითქვა სახელი. გარდა ამისა, ის წერდა ლექსებსა და ესეებს, თარგმნიდა ფოლკნერისა და კაფკას ნაწარმოებებს, ხელმძღვანელობდა ბუენოს-აირესის ეროვნულ ბიბლიოთეკას და ჰქონდა საკუთარი ჟურნალი. თავის ტრავმის გამო მწერალი ნაწილობრივ დაბრმავდა, თუმცა მუშაობა არ შეუწყვეტია.

ბორხესის მხატვრულ ნაწარმოებებს, რომლებიც მრავალი სიმბოლოთი თუ ალუზიითაა სავსე, ლიტერატურულ ლაბირინთებს ადარებენ. მხატვრული პროზის გარდა მწერლის შემოქმედება მოიცავს ფილმებისა და წიგნების კრიტიკას, დეტექტიურ რომანს, მოკლე ბიოგრაფიებს, ფილოსოფიურ ესეებს მეტყველების, დიალოგის შესახებ და სხვ.

ხორხე ლუის ბორხესი გარდაიცვალა 1986 წელს ჟენევაში.

აღწერა

„ალეფი“ ხორხე ლუის ბორხესის მოთხრობებს აერთიანებს. ამ კრებულს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ავტორის შემოქმედებაში. კრებულის შექმნა მწერლის შთაგონების წყარომ, ესტელ კანტომ განაპირობა. ეს ქალი ბორხესის დიდი სიყვარული იყო, მიუხედავად იმისა, რომ ცოლობაზე უარი უთხრა. ამ სიყვარულის წყალობით მსოფლიო ლიტერატურამ მეტაფიზიკითა და პოეზიით გაჯერებული კიდევ ერთი საოცარი ნაყოფი შეიძინა.

ბორხესი (1899-1986) ლათინური ამერიკის ახალი ლიტერატურის ერთ-ერთი დამაარსებლია. მისი სახელი უკვე დიდი ხანია, გასცდა სამხრეთამერიკული ქვეყნების საზღვრებს. მან მსოფლიო ლიტერატურაში განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა.

ბორხესის შემოქმედება გამორჩეულია როგორც ფორმით, ასევე შინაარსობრივი ინოვაციებით. ის მკითხველს აზროვნებისა და ფანტაზიის სრულიად ახალ, უკიდეგანო საზღვრებს უხსნის.

ბორხესის შემოქმედება სამუდამოდ ასამარებს აქამდე არსებული ტრადიციების ჩარჩოებს.

ISBN 9789941371615
ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2023

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

192

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.

შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…