Image Alt

წიგნები

ალბათ ესთერი

13,90 

მთარგმნელი: მაია ბადრიძე

კატია პეტროვსკაიას ისტორიების თითოეული თავიდან მოზრდილი რომანი დაიწერებოდა.
მწერალი წინაპრების კვალზე მოგზაურობს გერმანიიდან პოლონეთში, ავსტრიაში, მშობლიურ უკრაინაში, რუსეთში და გვიყვება დავიწყებული თუ ოჯახის ისტორიიდან ამოშლილი, საოჯახო მეხსიერებაში ჩაკარგული ადამიანების ისტორიებს.
ეს ტექსტი, დიდი სიზუსტით არჩეული სიტყვებით, ზედმეტი ტრაგიზმის, ისტორიული ტვირთით დამძიმების გარეშე, დოკუმენტურობის მიუხედავად დიდი ლიტერატურაა, ავტორისთვის იმ უცხო ენაზე დაწერილი, რომელსაც მის მშობლიურ ენაზე მუნჯებისას უწოდებენ, „ნემეც“ ხომ მუნჯისგან მოდის, მაგრამ მწერლისგან, რომლის წინაპრებმაც მეცხრამეტე საუკუნეში ყრუ-მუნჯთათვის სკოლა დაარსეს, ეს გასაკვირი არ უნდა იყოს. სწორედ ამ ენაზე ითქვა გერმანულენოვანი ქვეყნების უმნიშვნელოვანესი ლიტერატურული ჯილდოს, ინგებორგ ბახმანის პრიზის კატია პეტროვსკაიასთვის გადაცემისას, რომ ეს არის „დიდებული საჩუქარი გერმანული ენისთვის“.
ლაშა ბაქრაძე

მარაგში

აღწერა

როცა წიგნს ვკითხულობდი, ერთი აზრი მდევდა თან: რომ ჩვენც ისეთივე მეშუგე, საღ ჭკუაზე არმყოფი, გიჟი ვართ, როგორც კატიას ბაბუის ძმა, „ყველაზე ებრაული სახელით“ – იეჰუდა შტერნი, რომელმაც ჯერ კიდევ ჰიტლერის ძალაუფლებაში მოსვლამდე, 1932 წელს, კაცმა არ იცის, რატომ, გერმანელ დიპლომატს მოსკოვში ესროლა ტყვია, მერე დანაშაულის ადგილზევე “ორგანოებს” ჩაბარდა და, რასაკვირველია, სიკვდილით დასაჯეს; ან კატიას დიდი ბებია, რომლის სახელიც აღარავის ახსოვს და ალბათ ესთერი ერქვა, რომელიც 1941 წელს, დაპყრობილ კიევში, ქუჩაში გავიდა და გერმანელ ჯარისკაცებს, ნდობით, იდიშზე მიმართა და რომელიც, რასაკვირველია, დახვრიტეს.
ლაშა ბაქრაძე

ISBN 9789941309847
ყდის ტიპი

რბილი

გამოცემის წელი

2022

ფორმატი

13.00 X 19.50

გვერდების რაოდენობა

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.